ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს. მისი შეფასებით, რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ოპოზიციის წარმომადგენლების აქტიური შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან.

„ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე, იქაც ჩაქანდა აქაური რადიკალური ოპოზიციის ჯგუფი და როგორც იტყვიან „იმუშავეს“... ახლა კი, რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიცია მხოლოდ მედია ხმაურისთვის გამოიყენებს და სხვა ვერაფერში.

1. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს ეუთოსთვის სავალდებულო გადაწყვეტილებები;

2. მისი რეზოლუციები არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის წყაროს ან საფუძველს;

3. ეუთოში პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება მინისტრთა საბჭოს, ეუთოს მუდმივი საბჭოს, და ეუთოს სამიტის მიერ და ეს გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ წევრი სახელმწიფოების კონსენსუსით(!!)

4. ამ რეზოლუციის გათრევით, ჯო უილსონმა მისთვის გადახდილი ფული გამოიმუშავა და მეტი არაფერი“, - წერს ანჯაფარიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783407192

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო. „მთელი ქვეყნის მასშტაბი...

გივი მიქანაძე

1783406036

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54...

მიგრაციის დეპარტამენტი

1783405380

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი...

ააა

1783403630

ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე

ბოკერია და ბურჯანაძე რომ გეყოლება გვერდით, შეცდომა არ არის, აბა რა არის?! უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია. ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმ...

პოლიტიკოსი

1783402692

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კ...

შალვა პაპუაშვილი