შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნო და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში მონაწილეობს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, მიესალმება რომ კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს ჰქონდეთ პლატფორმა, სადაც შეძლებენ გაზიარებას იმ გამოცდილებისა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნებს აქვთ.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. რამდენიმე კვირის წინ გვქონდა კომუნიკაცია უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ სტეფანჩუკთან, რომელმაც ეს იდეა გაგვაცნო და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, რომ კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს ჰქონდეთ პლატფორმა, სადაც შევძლებთ გაზიარებას იმ გამოცდილებისა, რომელიც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ქვეყნებს აქვთ. დადებითი და უარყოფითი გამოცდილებაც. მიხარია, რომ მალევე, რამდენიმე კვირაში, უკვე დღეს რეალობაა და პირველი ასეთი კონფერენცია იმართება, სადაც დაფუძნდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების პლატფორმა და გვექნება შესაძლებლობა დღეს ვისაუბროთ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მომავალში ამ პლატფორმის მუშაობა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, ისე სექტორული კომიტეტების დონეზე“, - აღნიშნა მან.
ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს ასევე ჰკითხა, ელოდება თუ არა, რომ დღეს მოისმენს კანდიდატი წევრების პარლამენტის თავმჯდომარეებისგან პოზიციას გაწევრიანების ახალ ვერსიასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ერთი რამეა ცხადი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა და არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მხოლოდ ობიექტი გაწევრიანებისა.
„ვნახოთ, ჩვენ გვექნება საუბარი და რა თქმა უნდა, საინტერესოა კოლეგების მოსაზრების მოსმენა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამეა ცხადი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობის გზა და არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ კანდიდატი ქვეყნები არიან მხოლოდ ობიექტი გაწევრიანებისა. ჩვენ ვართ ამის თანამონაწილე და ევროპის მომავლის თანაშემოქმედები. ასე რომ, ვფიქრობ კანდიდატ ქვეყნებსაც თავისი სიტყვა ეთქმით, როგორც თავად პროცესთან დაკავშირებით, ისე იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა პროცესს თან ახლდეს.
სხვადასხვა დროს მაქვს ხოლმე საშუალება, რომ მქონდეს საუბარი ჩემს კოლეგებთან, კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან და მქონდა შესაძლებლობა მათგანაც არაერთხელ მომესმინა იმ სირთულეებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან გაწევრიანების პროცესში. დღეს გვექნება ამაზე მსჯელობა, მივიღებთ ერთობლივ დეკლარაციას ამ ფორუმთან დაკავშირებით და შემდეგ, იმედია რომ გვექნება შესაძლებლობა ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდეს ამ ფორუმის ფარგლებში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1783417027
ახალი ამბებილარის სიმბოლო 12 წლისაა!
ლარის სიმბოლო 12 წლისაა! საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ზუსტად 12 წლის წინ, 2014 წლის 7 ივლისს, ეროვნული ბანკის საბჭომ ქართული ფულის, ლარის სიმბოლო - ₾ დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს...
1783416547
მსოფლიომონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალის ცხედარი გვიან ღ...
1783415330
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ჩართეთ ტელევიზორი, დაიდეთ „პოპკორნი“ და უყურეთ, მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე
„ნაციონალური მოძრაობა“ მომაკვდავი ორგანიზაციაა, რომელსაც ამჟამინდელი მანიპულაციები არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიის...
1783414810
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ჯო უილსონმა ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის...
1783412556
ახალი ამბებიიოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლ...































