ლევან მაჭავარიანი: ვფიქრობ, გია ბარამიძის განცხადება საბოტაჟის მორიგი მცდელობაა, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი დაგეგმილია
მავნებლები და ქვეყნის გამყიდველები მტრულ საქმიანობას აგრძელებენ, ქართველ სამხედროებს ჯერ ომის დანაშაული დააბრალეს, ახლა მათი რუპორი ბარამიძე იმავეს აგრძელებს და საზოგადოებას ატყუებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
მაჭავარიანის თქმით, გია ბარამიძეს საბოტაჟის მორიგი მცდელობა აქვს.
„ეს მისი მხრიდან წამოცდენა არ იქნება, მგონია, რომ ეს საბოტაჟის მორიგი მცდელობაა. უნდათ, მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ თითქოს ქართველები ასეთი მეთოდებით ვიბრძვით. ამ ყველაფერს ქვეყნის ღალატი აღარ ჰქვია. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი კოორდინირებულია, რათა ჩვენი ჯარისკაცების დისკრედიტაცია მოახდინოს და აფხაზეთთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი საქართველოს უფრო დაუმძიმოს. ჩვენ ჩვენი ტერიტორიები დასაბრუნებელი გვაქვს და შემოსარიგებელი გვყავს ჩვენი ძმები და დები. რა გათვლაცაა გაკეთებული, მათი გადმოსახედიდან, ასეთი განცხადებები ამ ყველაფერს ართულებს. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი დაგეგმილია, ამის ჩაშლას აპირებენ და ეს პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
1786014988
ახალი ამბებინინო წილოსანი: გიორგი ბარამიძის განცხადება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ფაქტობრივად ტერაქტის ტოლფასია
„ნაცმოძრაობის“ მავნებლობას საზღვარი არ აქვს, ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლონ, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული დააბრალონ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააფუ...
1786012027
ახალი ამბებილევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ რუსეთის, როგორც „ბუად“, აბსოლუტური ბოროტების, ხოლო რუსების ცუდ ხალხად წარმოჩენის თემა განსაკუთრებით ტრენდული 2022 წლიდან გახდა, თუმცა მათი მრავალწლიანი პრაქტიკა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მესამე დღეა, დაბნეულობაა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ერთიან პოზიციაზე ვერ ყალიბდებიან. ნაწილი ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საო...
1786011929
ახალი ამბებიახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დედას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურა...
1786009787
ახალი ამბებილევან მახაშვილი – გიორგი ბარამიძის განცხადება მიუღებელია, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების მიერ ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში
„გიორგი ბარამიძის განცხადება მძიმე და მიუღებელია, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე...
1786007491
ახალი ამბებისამეგრელოში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო - ნაპოვნია არასრულწლოვნის ცხედარი
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მდინარეში არასრულწლოვნის ცხედარ...































