ნინო წილოსანი: გიორგი ბარამიძის განცხადება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ფაქტობრივად ტერაქტის ტოლფასია
„ნაცმოძრაობის“ მავნებლობას საზღვარი არ აქვს, ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლონ, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული დააბრალონ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააფუჭონ და ხალხთა შორის ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ზიზღი და სიძულვილი ჩანერგონ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, გია ბარამიძე რადიკალი „ნაცია“, რომელიც ანტიქართულ საქმეს ემსახურება.
„გიორგი ბარამიძის განცხადება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ფაქტობრივად ტერაქტის ტოლფასია. ეს იმ ფონზე, როცა მათ ანტიქართული კამპანია აქტიურად აქვთ დაწყებული და ამ ყველაფერს ეს განცხადება ზემოდან დაემატა. „ნაცმოძრაობის“ მავნებლობას საზღვარი არ აქვს. გია ბარამიძე მათი მავნებლური პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედია. მის სახელს უკავშირდება არაერთი ის სამარცხვინო ლაქა, რომელიც ამ პარტიას აქვს. ეს ადამიანი ერთ-ერთი რადიკალი „ნაცია“, რომელიც ანტიქართულ პოლიტიკას ემსახურება. ეს ადამიანები ყველაფერს გააკეთებენ , რომ საქართველოს წინააღმდეგ გაიბრძოლონ, ქართველ ჯარისკაცებს ომის დანაშაული დააბრალონ, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გააფუჭონ და ხალხთა შორის ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ზიზღი და სიძულვილი ჩანერგონ.
ეს ადამიანები ანტიქართულ საქმეს აკეთებენ, ბოროტმოქმედ ძალასთან გვაქვს საქმე. ეს იმ დავალების ნაწილია, რითაც საქართველოში მშვიდობა არ უნდა იყოს, ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა აღდგეს და ოკუპაციის პრობლემა არ უნდა გადაიჭრას. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ეს არ ყოფილა არავითარი წამოცდენა, ეს მხოლოდ გია ბარამიძის განცხადება არ არის. როცა აფხაზეთზე საუბრობენ, მათი განცხადება იქითკენ არის მიმართული, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ზიზღი გააღვივონ“, – განაცხადა წილოსანმა.
1786009787
ახალი ამბებილევან მახაშვილი – გიორგი ბარამიძის განცხადება მიუღებელია, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების მიერ ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში
„გიორგი ბარამიძის განცხადება მძიმე და მიუღებელია, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე...
1786007491
ახალი ამბებისამეგრელოში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო - ნაპოვნია არასრულწლოვნის ცხედარი
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მდინარეში არასრულწლოვნის ცხედარ...
1786004924
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება
„ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავ...
1786004714
ახალი ამბებისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური...
1786000092
ახალი ამბებინანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, ჟორჟოლიანს ეთანხმებიან „ნაცმოძრაობის“ წევრები და პროპაგანდისტები
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორ...































