ნიკოლოზ სამხარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს და სხვა პარტიები მოგუდოს.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაცმოძრაობა“ აჩვენებს, რომ მას ზნე არ შეუცვლია.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში დაკარგული ადგილის დაბრუნებას ცდილობს.

„აქამდეც დარღვევებით მუშაობდა, მათ შორის, მორალური წესების. კარგია, რომ თინა ბოკუჩავას გონება გაუნათდა, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თავის თავზე იწვნია ის, რასაც მისი პარტია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათზე ძალადობდა, სახლებს და ქონებას ართმევდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ისინი არად დაგიდევდნენ არც კანონს, არც წესს, არც ადამიანობას. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ როგორმე, ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში დაკარგული ადგილი დაიბრუნოს.

მათი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიციის მონოპოლიზება მოახდინოს. ისინი ცდილობენ, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდონ, რათა ოპოზიციაში თავად იყვნენ. სამწუხაროდ, ეს წლების განმავლობაში გამოსდიოდათ, მაგრამ ეს კარგი ქვეყნის დემოკრატიისთვის არ არის. იმედია, მათი მცდელობა უშედეგო იქნება და მთავარი ოპოზიციის სტატუსს ვერ დაიბრუნებენ“, – განაცხადა სამხარაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786011929

ახალი ამბები

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დედას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურა...

პროკურატურ

1786009787

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – გიორგი ბარამიძის განცხადება მიუღებელია, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების მიერ ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში

„გიორგი ბარამიძის განცხადება მძიმე და მიუღებელია, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე...

ლევან მახაშვილი

1786007491

ახალი ამბები

სამეგრელოში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო - ნაპოვნია არასრულწლოვნის ცხედარი

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მდინარეში არასრულწლოვნის ცხედარ...

ლენტი ლენტი

1786004924

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება

„ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავ...

რატი იონათამიშვილი

1786004714

ახალი ამბები

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური...

სუსისსუსის