ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ
„გუშინდელი დღიდან მოყოლებული, რაც ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს, ვადევნებ თვალს, თუ როგორ უდუღთ სისხლი და რა ისტერიკაში ვარდებიან კოლექტიური „ნაცები“. ორი დღეა, გამწარებულები იცავენ ამ ორ ლაწირაკს, ამ სავარაუდო დამნაშავეებს, რომლებმაც სრულიად წარმოუდგენელი სისასტიკის ჯაჭვი შეკრეს“, - წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, დაკავებულმა არასრულწლოვნებმა, ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი გაწირეს, ხოლო, ამ ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად, ოპოზიციის წარმომადგენლები მოგვევლინნენ, ვინაიდან, მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი.
„ამ პერსონებმა საწყალი გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს. მეტიც, მათ ისედაც სადისტური მიდრეკილებების მქონე პირებს ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთეს და პირდაპირ ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ჯოჯოხეთისკენ უბიძგეს. ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, ნორმალური ადამიანი დუმილს მაინც ამჯობინებდა, ესენი კი გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია საერთოდ აღარ მიკვირს მათი ეს რეაქცია. როგორ უნდა გაგიკვირდეს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკვლელების, მოძალადეების და სადისტების გულშემატკივრობა?! ეს ხომ მათი ფუნდამენტური, ბუნებრივი და ორგანული მდგომარეობაა. მათთვის არ არსებობს არც ადამიანური სიცოცხლის ფასი, არც ტრაგედია და არც ელემენტარული მორალი. თუ სხვის უბედურებაში და სისასტიკეში თუნდაც მცირე საბაბს დაინახავენ, რომ ხელისუფლებას დაარტყან, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენონ და პოლიტიკური ქულები ჩაიწერონ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დადგებიან ნებისმიერი ჯალათის მხარეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად ამტკიცებს ერთ უტყუარ ჭეშმარიტებას: მათი პოლიტიკური დნმ, მათი მთავარი იდეოლოგია თავიდან ბოლომდე მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და ავადმყოფურ სადიზმზეა დაფუძნებული. მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს, ეს არის მათი რეალური, შეულამაზებელი სახე, რომელსაც ვერანაირი ლოზუნგებით ვერასდროს გადაფარავენ!“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.
1786009787
ახალი ამბებილევან მახაშვილი – გიორგი ბარამიძის განცხადება მიუღებელია, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების მიერ ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში
„გიორგი ბარამიძის განცხადება მძიმე და მიუღებელია, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე...
1786007491
ახალი ამბებისამეგრელოში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო - ნაპოვნია არასრულწლოვნის ცხედარი
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა მდინარეში არასრულწლოვნის ცხედარ...
1786004924
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება
„ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავ...
1786004714
ახალი ამბებისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური...
1786000092
ახალი ამბებინანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, ჟორჟოლიანს ეთანხმებიან „ნაცმოძრაობის“ წევრები და პროპაგანდისტები
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორ...































