ლევან მახაშვილი: „ნაცმოძრაობისთვის“ რუსეთის, როგორც „ბუად“, აბსოლუტური ბოროტების, ხოლო რუსების ცუდ ხალხად წარმოჩენის თემა განსაკუთრებით ტრენდული 2022 წლიდან გახდა, თუმცა მათი მრავალწლიანი პრაქტიკა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მესამე დღეა, დაბნეულობაა - ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ერთიან პოზიციაზე ვერ ყალიბდებიან.
ნაწილი ისევ უპასუხოდ ტოვებს შეკითხვას, რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ნაწილი კი რუსეთთან ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპას აბრალებს.
მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია, გარე დაკვეთით დავალებები სრულყოფილად შეასრულოს.
„რუსეთის თემა - რუსეთის, როგორც „ბუას“ და აბსოლუტური ბოროტების, ხოლო რუსების, როგორც ცუდი ხალხის წარმოჩენა - განსაკუთრებით პოპულარული და ტრენდული 2022 წლის შემდეგ გახდა. „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ სწორედ ამ ტალღაზე სცადა მოქცევა. რა თქმა უნდა, ეს თემა მათი დაწყებული არ არის და უფრო დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, განსაკუთრებული აქტუალობა მან 2022 წლის შემდეგ შეიძინა და ოპოზიციაც ამ ტენდენციას მიჰყვება.
სინამდვილეში მათი მრავალწლიანი პრაქტიკა სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს. გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ ისინი 2008 წლის ომის შემდეგ: რა გადაწყვეტილებები მიიღეს და რა ნაბიჯები გადადგეს იმისთვის, რომ რუსეთისთვის, ფაქტობრივად, ფიანდაზები დაეგოთ. როდესაც ამ ორმაგ სტანდარტს ხედავ, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ჩვეულებრივი, ხელოვნურად წამოწეული საკითხი საქართველოს ხელისუფლების გასაშავებლად.
დღეს ისე მიგვაჩნია, თითქოს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეები ციდან დაგვეცა; თითქოს საერთაშორისო სამართლებრივად გამყარებული ტერმინი - რუსეთი, როგორც ოკუპანტი - დილით გაღვიძებულებს მაცივარში დესერტად დაგვხვდა. სინამდვილეში კი ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე სამართლებრივი ბრძოლის შედეგი, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იწარმოებოდა“, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი 2 დღის წინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.
1786004924
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება
„ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავ...
1786004714
ახალი ამბებისუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური...
1786000092
ახალი ამბებინანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ნია იმნაძის დაკავებას, რომელიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, ჟორჟოლიანს ეთანხმებიან „ნაცმოძრაობის“ წევრები და პროპაგანდისტები
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ „ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორ...
1786000029
ახალი ამბებიარასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრ...
1785998117
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2022 წელს უკრაინის ომს შორის აშშ-სა და ევროპის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს, ამის მიზეზად კი, შეიარაღე...































