ლევან მახაშვილი – გიორგი ბარამიძის განცხადება მიუღებელია, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების მიერ ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში

„გიორგი ბარამიძის განცხადება მძიმე და მიუღებელია, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

ლევან მახაშვილის თქმით, „სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა“.

„მიუღებელია და სპეკულაციაა. ამ თემით თამაში იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც თავის დროზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ მან საკუთარი ჯარისკაცები დაიცვას, პირიქით, ვხედავთ, ქართველი ჯარისკაცების იმიჯის შელახვა როგორ ხელაღებით ხდება. ეს მხოლოდ იმიჯის შელახვა არ არის, ეს არის კონკრეტულ დანაშაულებში საკუთარი ჯარისკაცების დადანაშაულება. ეს არ არის კონკრეტული პოლიტიკოსის დილის თუ საღამოს განცხადება და ამით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786000029

ახალი ამბები

არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრ...

რასრულწლოვანი დააკავეს

1785998117

ახალი ამბები

ზაზა შათირიშვილი: არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მთავარი მიზანია სახელმწიფოებრიობის ეტაპობრივი გაუქმება და კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლება, რისთვისაც, ომის გარდა სხვა ბერკეტებსაც იყენებენ

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს ავრცელებს, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2022 წელს უკრაინის ომს შორის აშშ-სა და ევროპის განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს, ამის მიზეზად კი, შეიარაღე...

ზაზა შათირიშვილი

1785997628

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე დავეტაკოთ რუსეთს, ქვეყანაში არ შემოვიდეს ტურისტი, დაიქცეს და დაინგრეს ქვეყანა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და მტრობა შერჩება, სულ ტყუილად

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული სავარაუდო საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, გამოძიება ეხ...

 ნინო ფოჩხუა

1785996616

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ესენი არიან უსამშობლო ადამიანები, მათთვის საქართველო არაფერს ნიშნავს, მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დავალებები, რაც მოსდით

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილს. როგორც დეპუტა...

დავით მათიკაშვილი

1785995519

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი სუსის განცხადებაზე: თუ ეს გარემოებები დადასტურდება, საქმე აღარ იქნება უბრალოდ საყოფაცხოვრებო დეზინფორმაციასთან

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ გამოძიებით დადასტურდება კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიის არსე...

დავით ქართველიშვილი