გია ვოლსკი: საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია

საქართველო, პატარა ქვეყანა როცა თავს იცავს და ცდილობს, დესტაბილიზაცია აირიდოს, ამის რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, „საქართველოს ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში ღრმად შევიდნენ და გამოიკვეთა, რომ კონფრონტაციაში არიან არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან, არამედ მთელ საზოგადოებასთან“.

„აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად უნდათ, მათი უგუნური პოლიტიკა რაღაცნაირად შეფუთონ და შეფუთვასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები წარმოექმნათ. ევროპულ დედაქალაქებში არა მხოლოდ „მოლოტოვის კოქტეილის“, არამედ ბევრი სხვა სცენარის გამეორება ვიხილეთ. სახელმწიფო სტრუქტურებთან სხვადასხვა თემაზე საკმაოდ სერიოზული შეტაკებები ხდება.

ვერავინ დაიჯერებს, რომ სკოლის მოწაფეები გამოვიდნენ და სკოლების გადაწვა დაიწყეს იმიტომ, თურმე სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ მოსწონთ.

მაღაზიებს ძარცვავენ და საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. როცა საქართველო, პატარა ქვეყანა თავს იცავს და ცდილობს, ქვეყანა დესტაბილიზაციას აირიდოს, ამის აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული შეფასება აქვთ ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ორმაგი სტანდარტია“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794831573

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრა...

მაკა ბოჭორიშვილი

1794829633

ახალი ამბები

„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   „მება...

ოქროს ნაკეთობები ა

1794828790

ახალი ამბები

პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში – დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“. პაატა სალიამ პანელური დისკუსიის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ის...

პაატა სალია

1794827752

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს და გეოგრაფია უარყოს, საქართველოს აქვს საკვანძო როლი, სულ მცირე, შვიდი ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს

ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავს. საქართველოსთან დაკავშირებით გაბუტულის პოზას ინარჩუნებს მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე ფორუმი მიმდინარეობს. საქართველო წარმოადგენს საკ...

დავით მათიკაშვილი

1794826392

ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე: მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას, არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერ...

თამუნა გიორგაძე