ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას, როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
„დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის არა ის, რომ რომელიმე უცხოური დედაქალაქის კმაყოფილება გამოიწვიოს.
„ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს ერთი პირის პრობლემა კი არ არის, საბოლოო ჯამში ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს და შლის საზოგადოებრივ დამოკიდებულებას და ურთიერთპატივისცემას, რაც ძალიან საშიში პროცესია.
დებატებთან ერთად, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო, არსებულ კანონმდებლობასთან ერთად, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში, ზოგჯერ ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში, ზოგჯერ მათგან დამოუკიდებლად ავტონომიურად მივიღეთ, საერთო ჯამში ეს გადაწყვეტილებაც სწორედ იმას ემსახურება, რომ იყოს ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგის კულტურა საქართველოში და ადამიანებმა ყოველგვარი შეურაცხყოფების გარეშე შეძლონ ერთმანეთთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირდაპირ სახელმწიფოს, კერძო პირის გარეშე აქვს საშუალება მსგავს ფაქტებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება.
„პროაქტიულობაზე იყო ხაზი გასმული, რომ, არა კერძო პირის მოთხოვნით, არამედ სახელმწიფოს თავად შეეძლოს მსგავს საქმეებზე რეაგირება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან როდესაც კერძო პირი მიმართავს, აქ უკვე ზიანი დამდგარია, უკვე შემდგარი ფაქტია და ამ დროს, როდესაც ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფ, როდესაც აკნინებ, ამცირებ საჯაროდ, სახელმწიფო თავის რეაგირებას მოახდენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურება სრულყოფილად ვერ ხდება და ნებისმიერ შემთხვევაში ირღვევა უკვე დიალოგის კულტურა.
მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ პროაქტიულად მოახდინოს რეაგირება ამა თუ იმ თემაზე, ამით ერთგვარი პრევენციული მექანიზმი შემოდის, რადგან ქვეყანა უკვე ქმნის იმგვარ გარემოს, სადაც ადამიანებს ნაკლები ინტერესი აქვთ, რომ შეურაცხყოფის ტონით ისაუბრონ და მეტი მოტივაცია, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად მოახდინონ ურთიერთგაცვლა იდეების“, - განმარტა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.
1779110739
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან - განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ 20 წლიანი ხელშეკრულება სოციალურ გაზთან დაკავშირებით გახანგრძლივდა 20 წლით
„შეთანხმებები, რომელიც გაფორმდა არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში საეტაპო მნიშვნელობის, ეს შეთანხმებები დაკავშირებულია ეკონომიკური და ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებასთან“, - ამ...
1779109729
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6774 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1779109509
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები
ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პ...
1779108856
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის...
1779108783
ახალი ამბებისაქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს
აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავ...































