ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში
ამ სამიტმა წერტილი დაუსვა საერთაშორისო სამართლის იმ გაგებას, რაც იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჰააგში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ის პერიპეტიები, რაც მიმდინარეობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სამ კონტექსტშია განსახილველი.
„პირველი ეს არის საერთაშორისო სამართალი, მეორე ეს არის კოლექტიური შეტევა საქართველოს სახელმწიფოზე და მესამე ეს არის უშუალოდ ეს ასამბლეა.
რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ საერთაშორისო სამართალი აღარ არსებობს. დღეს სამართლის ნაცვლად არსებობს ძალა, ვისაც აქვს ძალა, კუნთები, ბომბი შეუძლია ქვეყანაც მიიტაცოს და ასე შემდგომ. დღეს მსოფლიოში ნორმად არის ქცეული კონფლიქტები, ომი, დაპირისპირება და არა დიალოგი, რომელიც იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი არსი. ამას ვაკეთებთ ბოლო წლებია, რომ ამ ციკლიდან გამოვიდეთ, ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რომ ომები აღარ იყოს ნორმა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. იყო საუბრები რაც არ ჩანდა, ვინ ხართ ეს ქვეყანა, ვინ გაძლევთ ამის უფლება, რომ ამ მოჯადოებული ომის წრიდან გახვიდეთ, რას წარმოადგენთ? ხართ შებმული ამ ომის უღელში, როგორც პატარა სახელმწიფო ხართ ვალდებული, რომ ეს უღელი ატაროთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
1783698929
ახალი ამბებიბექა დავითულიანი: კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება
„კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სპეკულაციები არ სრულდება. კარგია, რომ ჩვენი კოლეგები ამ ინვესტიციას უკვე თავადაც ე.წ არაბულ ქალაქს უწოდებენ, რადგან ე.წ.-ის წინსართად გამოყ...
1783698015
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას
„ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის ს...
1783696689
ახალი ამბებიბექა ოდიშარია ოპოზიციას: იყავით კონსტრუქციულები, რადგან პოპულისტური ტყუილებით ფონს ვერ გახვალთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს პოლიტიკური პარტია „ლელოდან“ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა,...
1783695449
ახალი ამბებინოდარ ბოკერიამ საკრებულოს სხდომაზე ანაკლიის პორტზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის გრიგოლ გეგელიას განცხადებებს უპასუხა
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნოდარ ბოკერიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომელიც ანაკლიის პორტს და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას, განცხადებებს შეეხებო...
1783694625
ახალი ამბებიბექა დავითულიანი ოპოზიციას: ვინ არის წარუმატებელი მერი და ვინ წარუმატებელი „რისერჩერი“, რომელიც პოლიტიკურ თემებს ეძებს, რომ რაღაცას მოეჭიდოს, ეს მოსახლეობამ განსაჯოს
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა ბოლო დროს თბილისში მომხდარ რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით. როგორც ბექა დავითულიანმ...































