ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პროცესის პროტესტის ნიშნად დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პროტესტის შემდეგ ბევრი დაინტერესდა რას ნიშნავდა საქართველოს ნაბიჯი.
„საერთაშორისო სამართალი ავად თუ კარგად მაინც საერთაშორისო სამართალია და ორგანიზაციებს, რომლებიც ამ პროცესს არეგულირებენ ჩვენ პატივს ვცემთ. სადაც შეგვეძლო, როგორც შეგვეძლო ჩვენი პოზიციები დავაფიქსირეთ კომიტეტების ფარგლებში, პოლიტიკური ჯგუფების ფარგლებში, განცხადებებით, მაგრამ იმ ფორმით რა ფორმითაც რეზოლუცია ჩაიდო ამ დეკლარაციაში, რა თქმა უნდა, ჩვენ, მხარს ვერ დავუჭერდით. ამიტომ პროტესტის ნიშნად დეკლარაციის კენჭისყრის მონაკვეთი დავტოვეთ.
ბევრი გამოგვეკიდა, ეს დატოვებას ნიშნავდა თუ რა იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუთხარით, რომ იმ კონკრეტულ კენჭისყრაში ფიზიკურად მონაწილეობას ვერ მივიღებდით, თუმცა რაც არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხვა სამუშაო პროცესი, რა თქმა უნდა, სანამ წითელი ხაზები ძალიან არ გადაიკვეთება, ვაპირებთ მუშაობას“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
1783619137
ახალი ამბებილიზა გეგეჭკორი: „ნაცებმა“ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს ვითომ ჰუმანური სახეები და ჰგონიათ, რომ ამით ქართველ ხალხს მეხსიერებას წაუშლიან - ტყუილად ირჯებით!
დააკვირდით, ბოლო პერიოდში როგორ მიზანმიმართულად და იაფფასიანად ცდილობენ ნაცები საკუთარი სისხლიანი და ბნელი წარსულის გათეთრებას? აშკარაა, რომ შეცვალეს ტაქტიკა, გაიშალნენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მოირგეს...
1783617173
ახალი ამბებილაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. არსებული ცნობ...
1783615131
მსოფლიო„თუ დაბრუნება დაგვჭირდება, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“ - ისრაელ კაცი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან ირანში სამხედრო ოპერაციის განახლებისთვის. მფრინავთა გამოშვების ცერემონიაზე გამოსვლისას მან აღნიშნ...
1783613363
ახალი ამბებიწყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი ითვალისწინებს 250 მოსწავლეზე გათვლ...
1783610496
საზოგადოებაბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამი...





























