ნანა ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება და პარტიაში შესვლა და ამიტომ, ქმნის საბჭოს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც თავად მოიაზრება, პარტიისგან დამოუკიდებელი.

ჟორჟოლიანის თქმით, სააკაშვილს ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნის პროცესში მონაწილეობა სურთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ პარტიაში შესვლა და „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, შესაბამისად, მან მიიღო დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება.

„ეს არის საქმიანი კოალიციის შექმნის მცდელობა. ჩემი აზრით, შეიძლება ამაში ბევრი არ მეთანხმება, ისევე როგორც მიშას აზრით, ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი [„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ] ახლა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ უფრო საჭირო გახდება უახლოეს მომავალში, იმიტომ, რომ ვფიქრობ გაძლიერდება და გაცილებით უფრო სწორ ნიშას იპოვის.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება, პარტიაში შესვლა, რასაც თავისთავად ზღუდავდა ის პირველი გეგმა და ამიტომ, ქმნის საბჭოს - დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, რომ მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა, მე თქვენ გაძლევთ ჩემს ინსტრუმენტს, რომელიც არის ჩემი შექმნილი პარტია, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, მე თქვენ გენდობით.

მე მაგალითად, არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, სამი შეხვედრა ვისთანაც მქონდა, ყველა არაპარტიული ადამიანია, თავიანთ სფეროებში პროფესიონალი, მცოდნე“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.

კითხვაზე, ხომ გახდებიან ეს ადამიანები მერე პარტიულები, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ არ გახდებიან, ვინაიდან, „შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც რეფორმებში მონაწილეობა მიიღოს, აღარ შევიდეს პარტიაში ექვსი თვის შემდეგ“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783615131

მსოფლიო

„თუ დაბრუნება დაგვჭირდება, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“ - ისრაელ კაცი არ გამორიცხავს ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან ირანში სამხედრო ოპერაციის განახლებისთვის. მფრინავთა გამოშვების ცერემონიაზე გამოსვლისას მან აღნიშნ...

ისრაელ კაცი

1783613363

ახალი ამბები

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი ითვალისწინებს 250 მოსწავლეზე გათვლ...

ააა

1783610496

საზოგადოება

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამი...

სამუშაო ჯგუფი

1783609439

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ეუთო, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობისთვის შეიქმნა, აღარ საუბრობს საქართველოსთან მიმართებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ხდება, ბორდერიზაციაზე რა ხდება, როგორ მწვავდება ფონი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ჯო უილსონის რეზოლუციაში საუბარია იმაზე, რომ კითხვის ნიშანი გააჩინა და არაღიარებისკენ მოუწოდა ხელისუფლების 2024 წლის არჩევნების შედეგებთან მიმართებით, რაც ეუთომ შეაფასა, როგორც ჩატარებული არჩევნები და...

მაია ბითაძე

1783606598

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე - დაღუპულია ორი ადამიანი

რიკოთზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო მერეთი“ ავრცელებს.  მათივე ცნობით, ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა. „საშინელი ტრაგედია მოხდა. ყველ...

ლენტი ლენტი