მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის

„ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სომხეთის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრი დავით ხუდატიანი ესწრებოდნენ.

მინისტრის განმარტებით, ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, საერთო ძალისხმევისა და გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის თვალსაჩინო მაგალითს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ბაქო–თბილისი–ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაჭრა და წარმატებით დასრულება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.

„პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა მარაბდა–კარწახის 180-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია და მშენებლობა: მათ შორის, ეს არის ახალი და რეაბილიტირებული ხიდები, თანამედროვე სტანდარტების სადგურები, გზაგამტარები, წევის ქვესადგურები, საქართველო–თურქეთის დამაკავშირებელი სასაზღვრო სარკინიგზო გვირაბი და ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური, რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ბაქო–თბილისი–ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის.

„ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ იზრდება შუა დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესი და სწორედ ამიტომ ძლიერდება საქართველოს როლი ამ პროცესში“, - აღნიშნა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან“ და საქართველოს რკინიგზასთან ერთად აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან აქტიურად მუშაობდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის. ერთობლივი კოორდინაციისა და ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და ხაზის ოფიციალურად ამოქმედება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780399493

ახალი ამბები

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრ...

პროკურატურა

1780398092

ახალი ამბები

პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული

აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, - განაცხადა პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1780397256

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ეს, რა თქმა უნდა, არის ცალსახად ქსენოფობიური განცხადება. საკმაოდ მოწყვლადი რეგიონია და მათი თითოეული ასეთი განცხადება შესაძლოა გახდეს საწყისი ეტაპი ქვეყნებს, ერებს შორის ესკალაციის

გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავ...

ლევან მახაშვილი

1780396393

ახალი ამბები

პრემიერი - საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა

„საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე

1780396285

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში

„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...

ირაკლი კობახიძე