პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა 7 წლის შვილს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. არასრულწლოვანი დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული 1-ელ ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1780396393
ახალი ამბებიპრემიერი - საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა
„საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1780396285
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...
1780396167
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ალტერნატიული მიმართულებების გაჩენის შემთხვევაშიც კი, საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხო და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ დერეფნად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის ინფრასტრუქტურის მორიგი ეტაპის ექსპლუატაციაში გ...
1780395597
ახალი ამბები„ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობ ქალს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“ - სამეგრელოს პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებუ...
1780395432
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, პეტერ ფიშერის განცხადება არის გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, „ბატონ ფეშერის ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არ...































