პრემიერი: აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული
აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო, სწორედ, მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი.
„მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. მათ შორის, მიდგომა ამგვარი საკითხების მიმართ არის განსხვავებული. წინა ადმინისტრაცია პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით. ეს ხდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებისთვისაც ასე შეამზადეს პროცესები და, საბოლოო ჯამში, ამან გამოიწვია ის, რომ ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა მთელი მოლაპარაკებები, შეთანხმებების ხელმოწერა და ამის შემდეგაც კი არ შემოდიოდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში და 2024 წელს 4-დან 3 ბარიერგადალახული პარტია არ შემოვიდა პარლამენტში. ამას პირდაპირ უწყობდა ხელს წინა ადმინისტრაცია, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული. ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს, რაც არ გააკეთა წინა შემთხვევებში ოპოზიციამ და ეს იყო მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაციის უშუალო ჩარევისა და ევროპული ბიუროკრატიის უშუალო ჩარევის შედეგი, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, როგორც 2020 წელს, ისე 2024-ში. მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
1780396285
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო აახლოებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიო სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ...
1780396167
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ალტერნატიული მიმართულებების გაჩენის შემთხვევაშიც კი, საქართველო რეგიონში რჩება ყველაზე განვითარებულ, უსაფრთხო და საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მეტად ინტეგრირებულ დერეფნად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო დერეფნის ინფრასტრუქტურის მორიგი ეტაპის ექსპლუატაციაში გ...
1780395597
ახალი ამბები„ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობ ქალს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“ - სამეგრელოს პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებუ...
1780395432
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, პეტერ ფიშერის განცხადება არის გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, „ბატონ ფეშერის ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არ...
1780393786
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას ვერ იყოფს, მზად არიან, ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხონ
„საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ს...































