ლევან მახაშვილი: ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი, ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის - კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების - მიღწევის საშუალება
„ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით“, - წერს პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს არა თვითმიზანი, არამედ, ქვეყნის კეთილდღეობის და გაერთიანების მიღწევის საშუალება, შესაბამისად, არგუმენტირებული დისკუსიაც ამ თემაზე უნდა გაიმართოს.
„ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით. ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი. ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის - კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების - მიღწევის საშუალება. არგუმენტირებული დისკუსიის მთავარი თემაც ეს უნდა იყოს - ევროკავშირის წევრობა ამ ორი მიზნის მიღწევას ხელს უწყობს? თუ არა, რატომ და სხვა რა გამოსავალი არსებობს? თუ კი, მაშინ რა ფორმით, რა ტემპით, როდის და როგორ შეიძლება წევრობის გზის გავლა ნაკლები დანაკარგით და მაქსიმალურად მეტი სარგებლით?“, - წერს მახაშვილი.
1771307950
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა - ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა
პირველ რიგში, იმედია, საზოგადოებამ თვალყური ადევნა და იმედია დებატი შედგა. მოვისმინეთ ყველა მხარის აზრი. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა ერთი, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა სა...
1771305933
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს იურაი ბლანარს შეხვდა
2026 წლის 16 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მინისტრის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მი...
1771304817
სპორტიისტორიაში პირველად - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მმართველი გუნდი მოსახლეობას ულოცავს
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში...
1771304172
ახალი ამბებიპრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება. მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებს მიეცემათ საშუალება კითხვები დასვან, რის შემდეგაც პრეზიდენტი დ...
1771275232
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მხოლოდ შვედეთი არ იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს
თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი2“...





























