მაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებით და ევროინტეგრაციის ინსტრუმენტად გამოყენებას

მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის დედაქალაქში დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრატისლავაში გამართული შეხვედრები მედიასთან შეაჯამა. მისი განმარტებით, დაიგეგმა ორმხრივი მაღალი რანგის შეხვედრები, სლოვაკეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის.

„სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებით და ევროინტეგრაციის პროცესის ინსტრუმენტად გამოყენებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს პოლიტიკური დიალოგი. იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში და საქართველოშიც ველოდებით მაღალი დონის ვიზიტს სლოვაკეთის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს პირველ რიგში პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივ ბრიფინგზე სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გაღრმავებაზეც ისაუბრეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771310348

ახალი ამბები

კირცხალია: გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ, გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით რა ძალებთან გვქონდა საქმე, სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ

„გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. ჩვენ გვახსოვს კოჰაბიტაცია, შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიანაც არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით ვისთან და რა ძალებთან გვქონდა საქმე და რამდენი...

ირაკლი კირცხალია

1771308792

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს: იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი მშობლების სისხლი დაიღვარა, რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ ვნახეთ, ამ ყველაფრის მერე, რამე კითხვას სვამთ?

„ალბათ კითხვას სვამთ, საქართველოს ბიუჯეტიდან რატომ ვუხდით ხელფასს საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ გახარიას პარტიის წევრებს. თქვენ, გარე აქტორებთან ერთად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შე...

ირაკლი კირცხალია

1771307950

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა - ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა

პირველ რიგში, იმედია, საზოგადოებამ თვალყური ადევნა და იმედია დებატი შედგა. მოვისმინეთ ყველა მხარის აზრი. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა ერთი, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა სა...

ირაკლი კირცხალია

1771306944

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი, ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის - კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების - მიღწევის საშუალება

„ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით“, - წერს პარლამენტის ევროპასთან ურთიერ...

ლევან მახაშვილი

1771305933

ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს იურაი ბლანარს შეხვდა

2026 წლის 16 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მინისტრის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მი...

 მაკა ბოჭორიშვილი