ირაკლი კირცხალია ცოტნე კობერიძეს: იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი მშობლების სისხლი დაიღვარა, რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ ვნახეთ, ამ ყველაფრის მერე, რამე კითხვას სვამთ?
„ალბათ კითხვას სვამთ, საქართველოს ბიუჯეტიდან რატომ ვუხდით ხელფასს საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ გახარიას პარტიის წევრებს. თქვენ, გარე აქტორებთან ერთად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეთ, ადგილები გერგოთ პარლამენტში, შემდეგ ბრძანებით დატოვეთ პარლამენტი და თქვენ, ახლა მე მესაუბრებით?“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ცოტნე კობერიძეს გადაცემაში „დებატები“, რომელიც „ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გაიმართა.
კირცხალია ხაზს უსვამს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გარე პატრონების მითითებით მოქმედებენ. ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს რთულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია საქმიანობა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დიდი ფინანსური რესურსები შემოდიოდა.
„თქვენ ალბათ კითხვას სვამთ, რატომ უხდის საქართველოს ბიუჯეტი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ გახარიას პარტიის წევრებს ხელფასს. ბატონი გახარიას სრული ლუსტრაცია მოხდა. თუ არ ვცდები, თქვენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან, კოალიცია „ახალში“ იყავით გაერთიანებული და თქვენც გქონდათ გარკვეული კვოტა, რომელზეც შემდეგ, ასევე, მითითებით, ყოველ შემთხვევაში, მაშინ თქვენ მიიღეთ [გადაწყვეტილება], რომ არ შემოხვედით პარლამენტში. თქვენი გარე აქტორების და გარე პატრონების დაკვეთით, როგორც იქცეოდით რუსთაველის გამზირზე, თქვენ იდეოლოგიურ ლიდერად გყავდათ ადამიანი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩვენი ძმების, მშობლების სისხლი დაიღვარა, იქ რა პერფორმანსი მოაწყო, ყველამ კარგად ვნახეთ. ამ ძალის წარმომადგენელი, ამ ადამიანთან ერთად ერთ მაგიდასთან იჯექი, ქვეყნის მომავალზე ფიქრობდი და შემდეგ, რაიმე კითხვას სვამ და ამ ყველაფრის მერე, გარე აქტორებთან ერთად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეთ, ადგილები გერგოთ პარლამენტში, შემდეგ ბრძანებით დატოვეთ პარლამენტი და თქვენ, ახლა მე მესაუბრებით იმ ურთულესი პოლიტიკის და იმ ვითარების, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება და ჩვენს დიდ პოლიტიკურ გუნდს, პარტიას მოღვაწეობა მოგვიწია იმ დროს, როდესაც მილიარდობით დაფინანსება შემოდიოდა ჩვენთან და მათ შორის, მილიარდობით თანხები იხარჯებოდა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1771310348
ახალი ამბებიკირცხალია: გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ, გვახსოვს კოჰაბიტაცია, რომელიც შეიძლება არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით რა ძალებთან გვქონდა საქმე, სწორედ ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფ მმართველობასთან გვქონდა საქმე და ეს გადმოვიბარეთ
„გავიხსენოთ 2012 წელი, თუ რა მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ. ჩვენ გვახსოვს კოჰაბიტაცია, შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ძალიანაც არ გვინდოდა, მაგრამ ვხედავდით ვისთან და რა ძალებთან გვქონდა საქმე და რამდენი...
1771308428
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც არ ეთანხმება ევროკავშირის უსამართლო მიდგომებს საქართველოსთან მიმართებით და ევროინტეგრაციის ინსტრუმენტად გამოყენებას
მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის დედაქალაქში დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრატისლავაში გამართული შეხვედრები მედიასთან შეაჯამა. მისი განმარტებით, დაიგეგმა ორმხრივი მაღალი რ...
1771307950
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა - ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა
პირველ რიგში, იმედია, საზოგადოებამ თვალყური ადევნა და იმედია დებატი შედგა. მოვისმინეთ ყველა მხარის აზრი. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა ერთი, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა სა...
1771306944
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი, ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის - კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების - მიღწევის საშუალება
„ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით“, - წერს პარლამენტის ევროპასთან ურთიერ...
1771305933
ახალი ამბებისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს იურაი ბლანარს შეხვდა
2026 წლის 16 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მინისტრის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მი...































