საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს იურაი ბლანარს შეხვდა
2026 წლის 16 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მინისტრის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან იურაი ბლანართან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა პოლიტიკური დიალოგის და ორმხრივი ვიზიტების აქტიურ დინამიკას.
განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების საკითხი.
მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ფასეულია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
1771307950
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა საზოგადოებამ მას მეათედ დაუკვეთა - ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი გზით და სწორი შეხედულებებით მართვა
პირველ რიგში, იმედია, საზოგადოებამ თვალყური ადევნა და იმედია დებატი შედგა. მოვისმინეთ ყველა მხარის აზრი. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა ერთი, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც ჩვენმა სა...
1771306944
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს, ევროკავშირში წევრობა არ არის თვითმიზანი, ის უნდა იყოს ორი მთავარი მიზნის - კეთილდღეობისა და ქვეყნის გაერთიანების - მიღწევის საშუალება
„ჯანსაღ საზოგადოებაში ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. თითოეული გადაწყვეტილება ადამიანებმა უნდა მივიღოთ არა ბრმად, არამედ კარგად აწონ-დაწონით და გააზრებით“, - წერს პარლამენტის ევროპასთან ურთიერ...
1771304817
სპორტიისტორიაში პირველად - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მმართველი გუნდი მოსახლეობას ულოცავს
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში...
1771304172
ახალი ამბებიპრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება. მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებს მიეცემათ საშუალება კითხვები დასვან, რის შემდეგაც პრეზიდენტი დ...
1771275232
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მხოლოდ შვედეთი არ იქნება ჩვენი მხრიდან შეშფოთების საგანი. თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს
თითოეულ არასწორ განცხადებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, აუცილებლად გავცემთ ღირსეულ პასუხს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „რუსთავი2“...





























