ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა

„ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა. საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა იყოს კვალიფიციურ სანერგეში გამოყვანილი, ვენახი უნდა იყოს გაშენებული სწორ ადგილზე, რადგან ყველა ნიადაგი არ იძლევა საუკეთესო ხარისხის ყურძენს. ეს ფაქტორები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული. ვენახი არის ის სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა, რადგან ახლა გაშენებული ვენახებიდან საუკეთესო მოსავლის მიღება 15 წლის შემდეგ იწყება“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ვენახის გაშენებაზე თანხმობის ცნება, რაც განიმარტება შემდეგნაირად: საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აძლევს უფლებას გააშენოს სამეწარმეო ვენახი.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გაიზარდა გაშენებული ვენახების რაოდენობა და შესაბამისად ყურძნის მოსავლიანობა, ცვლილების თანახმად, დაცული ადგილწარმოშობის ღვინისა და სპირტიანი სასმლის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ადგილწარმოშობის დასახელების ალკოჰოლიანი სასმელი წარმოებული უნდა იყოს მხოლოდ ამ ღვინის ან/და სპირტიანი სასმლის წარმოების სპეციფიკაციაში განსაზღვრულ მიკროზონაში მოწეული ყურძნისგან.

ცვლილება ასევე განსაზღვრავს ღვინის ყველა კომპანიისთვის მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა-შეტყობინების მოთხოვნების შესრულებას.

ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.

„ქართული ღვინო უნდა პოზიციონირებდეს იმ სეგმენტში, სადაც წარმოდგენილია უნიკალური და პრემიუმ ხარიხის ღვინოები. ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა და თანხმობის აღება მოუწევს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას. ამ ეტაპზე, ვენახების მასიური გაშენების ტემპი შენელებულია.

ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტარამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772715768

მსოფლიო

აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის - The Guardian

აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა არმაგედონი უნდა გამოიწვიოს ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. გამოცემის თანა...

ირანთან ომი

1772715654

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ჩვენ ვიცავდით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ბოლო მოვუღეთ სომხეთის ოკუპაციას, ასევე, მზად ვართ ვაჩვენოთ ჩვენი სიძლიერე ნებისმიერ ბოროტ ძალას. ამას ნუ დაივიწყებს ირანიც

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ალიევმა განაცხადა, აზერ...

ილჰამ ალიევი

1772715479

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი: ირანის ოფიციალური პირებისგან ვითხოვთ განმარტებებს, ბოდიშის მოხდასა და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ დასჯას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ტერიტორიაზე ირანის მხრიდან დრონების შეჭრასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში სხდომა გამართა და განაცხადა, რომ არ შეეგუებიან აზერბაიჯანის წინ...

ილჰამ ალიევი

1772714445

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები და მ...

გიორგი გაბუნია იაპონიის ელჩს შეხვდა

1772712704

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვედრებს განაგრძობს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ნიკოლ...

ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა