საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ, თბილისის აეროპორტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 36 657 ლარის საბაჟო ღირებულების 141.89 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755584723

ახალი ამბები

2025 წლის რთველის პროცესში დამატებითი ცხელი ხაზი ამოქმედდება

2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სო...

 რთველის პროცესი

1755582720

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ყველა მინდა გავაფრთხილო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება ჩვენს ქვეყანაში შემოიტანოს დესტაბილიზაცია, ის აუცილებლად იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება კანონის მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების...

ლევან მაჭავარიანი

1755580996

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე უარს იტყვის, სანქციები უნდა გამკაცრდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით მშვიდობისკენ ნაბიჯებს არ გადადგამს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება. მან აღნიშნა, რომ ტრამპ...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1755579632

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთ...

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

1755547280

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი: ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით

 ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რო...

ალექსანდრე