გორდულაძე: სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, მათი წარმატების შანსი ნულია, რადგან მწამებლებს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის მართვას არ ანდობს

სააკაშვილი-გვარამია-ბოკერიას გაერთიანებას მათთვის ჩვეული სანტა-ბარბარა აქვს, პოზიციები ერთმანეთში ვერ გაუყვიათ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ეს დამოკიდებულება არახალია და ისევ და ისევ მიმართულია იმისკენ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებმა ნიუსები შექმნან და სხვადასხვა რეპორტაჟები მოამზადონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ სურთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ძველი „ნაცები“, „ნაცები“ აღარ არიან“.

„ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, წესით, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდნენ. ხელისუფლების დამხობა რომ არ გამოუვიდათ, ეს უკვე რევოლუციური მცდელობების ჩავარდნითაც დასტურდება. ნულს რაც არ უნდა მიაბა, ყველა შემთხვევაში მაინც ნულად დარჩება.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რაც არ უნდა დაიშალოს თავისი პატრონების დავალებით, დაიქსაქსოს და შემდეგ გაერთიანდეს, საბოლოოდ მათი წარმატების შანსი ნულია. მწამებლებსა და ქვეყნის მოღალატეებს საქართველოს მოსახლეობა არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებასთან არ მიუშვებს, ქვეყნის მართვას არ ანდობს“, - აღნიშნა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776844687

ახალი ამბები

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება, რას გრძნობს ის გოგო, ვინც, სავარაუდოდ, გააუპატიურეს - მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მამუკაშვილი ამბობს, რომ გავრცელებ...

მაგდა მამუკაშვილი

1776842537

ახალი ამბები

„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლი...

 წვიმა და ელჭექი

1776842308

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში, სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში იღებს...

მიხეილ ყაველაშვილი

1776842251

საზოგადოება

იაგო ხვიჩია: „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო“ და გვარამია დაეპატრონნენ, გამოაცხადა, მიშა ხმას ნუ იღებსო. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება იყოს, სადაც მთავარ ლიდერს დაესივნენ ძველი გიენები - მისი გუშინდელი ლილიპუტები აუჯანყდნენ

ენით აღუწერელ უსამართლობაზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა: „ნაცების“ ალიანსში, მიშას ხმის ამოღებას უკრძალავენ - ამაზე დიდი უსამართლობა რამე წარმოგიდგენიათ? „ნაცების“ ალიანსმა, რომელსაც „ჩერგო" და გვარამი...

იაგო ხვიჩია

1776841341

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1974 წელს დაბადებული მ.ი...

დაკავება