მაია ომიაძე: 2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა
„2025 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყოველი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლები იყო მზარდი და დინამიკა ჩვენი საპროგნოზო მონაცემების შესაბამისად ვითარდებოდა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მაია ომიაძემ ყურადღება გაამახვილა, რომ როგორც ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების, ისე საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებთან დაკავშირებით ოფიციალური პროგნოზი გამართლდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინდუსტრიის შემოსავლების დიდი ნაწილი სტრატეგიული ტურისტული ბაზრებიდან შემოვიდა. მაია ომიაძის ინფორმაციით, ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო როგორც ტურისტების რაოდენობის, ისე მიღებული შემოსავლების კუთხითაც - გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და 4,7 მლრდ ამერიკული დოლარი შეადგინა. 2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და გაერთიანებული სამეფოდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
1769010757
ახალი ამბებიტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს: თქვენ ჩვენი წყალობით არსებობთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს. მსოფლიო ეკონომიკუ...
1769008439
ახალი ამბებიგარდაბნის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშიანში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად და საავტომობილო მოძრაობის სრულად აღსადგენად, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის...
1769006881
მსოფლიოტრამპი გრენლანდიაზე: შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან შეგიძლიათ გვითხრათ „არა“ და ჩვენ ეს გვემახსოვრება
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გრენლანდიის საკითხზე და ევროპასა და დანიას მკაფიო არჩევანი შესთავაზა. პრეზიდენტის გა...
1769006604
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღებისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახ...
1769005992
ახალი ამბებიქეთევან ტურიაშვილი: დღეიდან საჯარო სექტორში თითოეულ თანამშრომელს ხელფასი ეზრდება, „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდამ იკადრა ის, რომ თითქოს, მხოლოდ ეკონომიკის მინისტრს ეზრდება ხელფასი, გაავრცელეს ეს მანიპულაცია და სექტასაც მეტი რა უნდა? არიან ერთ ამბავში
„დღეიდან საჯარო სექტორში თითოეულ თანამშრომელს ხელფასი ეზრდება. პოლიციელი, ჯარისკაცი, მეხანძრე, მაშველი, მოკლედ უკლებლივ ყველა მიიღებს 10% ით გაზრდილ ხელფასს. რა იკადრა პროპაგანდამ? იკადრა ის, რომ თითქ...






























