მიხეილ სარჯველაძე - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს
მინდა, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან შეხება აქვს – სახელმწიფო ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, ვთხოვო და, იმავდროულად, მინდა, ყველა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ნებისმიერი არასწორი, არამართლზომიერი ქმედებისგან. მერწმუნეთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც აღნიშნული მედიკამენტები რეალურად ესაჭიროება. ამასთან, მკაცრად კონტროლდება პრეპარატების გაცემის მართლზომიერება.
„მინდა, ვთხოვო ექიმებს, რომლებსაც აქვთ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილება. არცერთ შემთხვევაში გადაცდომები არ უნდა იქნეს დაშვებული. გარკვეული გადაცდომები თუ იქნება გამოვლენილი და, სამწუხაროდ, შეიძლება ასეთი არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
1769012741
ახალი ამბებიპოლიციამ 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქე აგრესიული იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს...
1769011454
ახალი ამბებისაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება
ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა. შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძო...
1769010757
ახალი ამბებიტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს: თქვენ ჩვენი წყალობით არსებობთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს. მსოფლიო ეკონომიკუ...
1769008439
ახალი ამბებიგარდაბნის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშიანში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად და საავტომობილო მოძრაობის სრულად აღსადგენად, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის...
1769006881
მსოფლიოტრამპი გრენლანდიაზე: შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან შეგიძლიათ გვითხრათ „არა“ და ჩვენ ეს გვემახსოვრება
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გრენლანდიის საკითხზე და ევროპასა და დანიას მკაფიო არჩევანი შესთავაზა. პრეზიდენტის გა...






























