ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების ერთ-ერთ მიზეზად გერმანიის მიერ დანიის ოკუპაცია დაასახელა: ჩვენ გარეშე თქვენ ყველა გერმანულად და შესაძლოა, ცოტა იაპონურადაც ილაპარაკებდით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გრენლანდიის კონტროლის სურვილის არგუმენტად მეორე მსოფლიო ომში დანიის ბედი მოიყვანა.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ „ნატოს ყველა მოკავშირეს ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას თავისი ტერიტორია“ და რომ აშშ-ის გარდა არავის შეუძლია გრენლანდიის სათანადოდ დაცვა.
„ჩვენ ძლიერი ქვეყანა ვართ, გაცილებით უფრო ძლიერი, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. ვფიქრობ, მათ ეს ორი კვირის წინ ვენესუელას შემთხვევაში აღმოაჩინეს“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ვნახეთ, როდესაც დანია ექვსსაათიანი წინააღმდეგობის შემდეგ გერმანიასთან დამარცხდა და სრულიად უუნარო იყო საკუთარი თავის, ან გრენლანდიის დასაცავად... ჩვენ ვალდებულად ვიგრძენით თავი, გრენლანდიის შესანარჩუნებლად ჩვენი ძალები გაგვეგზავნა და ჩვენ ეს გავაკეთეთ კიდეც, დიდი დანახარჯების ფასად. მათ არ ჰქონდათ მისი მიღების შანსი - და სცადეს. დანიამ ეს იცის“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-მა გრენლანდიაში სამხედრო ბაზები განათავსა და „იბრძოდა მის, ყინულის დიდი და ლამაზი ნაჭრის, დანიისთვის გადასარჩენად“.
„და ომის შემდეგ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ და ძალიან თავდაჯერებულად მოვიგეთ - ჩვენ გარეშე თქვენ ყველა გერმანულად და შესაძლოა, ცოტა იაპონურადაც ილაპარაკებდით - ომის შემდეგ გრენლანდია დანიას დავუბრუნეთ. სისულელე იყო, რომ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ. რა უმადურები არიან ისინი ახლა... და მსოფლიო გაცილებით დიდი რისკების წინაშე დგას, ვიდრე ოდესმე - რაკეტების, ბირთვული იარაღის, ისეთი იარაღის გამო, რომლის წარმოდგენაც კი არ შემიძლია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან განაცხადა, რომ გრენლანდიის კონტროლი სურს მხოლოდ მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო „ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“.
„ეს უზარმაზარი, დაუცველი კუნძული, ფაქტობრივად, ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია, დასავლეთ ნახევარსფეროს ჩრდილოეთ საზღვარზე - ეს ჩვენი ტერიტორიაა. ამიტომ ეს ამერიკისთვის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესია... სწორედ ამიტომ განიხილავენ ამერიკელი პრეზიდენტები გრენლანდიის ყიდვას თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, დანია კუნძულის უსაფრთხოებაში ინვესტიციებს არ დებს და რომ 2019 წელს დანიამ ამ მიზნით 200 მილიონი დოლარის გამოყოფა გამოაცხადა, თუმცა „თანხის 1%-ზე ნაკლები დახარჯა და მასში დანიის შესახებ არანაირი მინიშნება არ არის“.
1769012741
ახალი ამბებიპოლიციამ 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქე აგრესიული იყო. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს...
1769011454
ახალი ამბებისაქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება
ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა. შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძო...
1769010757
ახალი ამბებიტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს: თქვენ ჩვენი წყალობით არსებობთ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს. მსოფლიო ეკონომიკუ...
1769008439
ახალი ამბებიგარდაბნის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშიანში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოსაფხვრელად და საავტომობილო მოძრაობის სრულად აღსადგენად, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის...
1769006881
მსოფლიოტრამპი გრენლანდიაზე: შეგიძლიათ თქვათ „დიახ“ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან შეგიძლიათ გვითხრათ „არა“ და ჩვენ ეს გვემახსოვრება
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გრენლანდიის საკითხზე და ევროპასა და დანიას მკაფიო არჩევანი შესთავაზა. პრეზიდენტის გა...































