მაკა ბოჭორიშვილი: ჩინეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენს ინტერესშია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა და განვითარებული კავშირები ჩინეთთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „იმედის კვირაში“ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება გლობალურ მოთამაშეებთან, მათ შორის ჩინეთთან, საქართველოს ინტერესებშია და ქართული მხარე ამას არ აღიქვამს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის.
„ჩვენ არ ვუყურებთ ამ ურთიერთობებს, როგორც არჩევანს პარტნიორებს შორის. ჩვენთვის ეს არის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. მით უმეტეს, როდესაც საუბარია გლობალურ მოთამაშეებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ყველასთან მაქსიმალურად გვქონდეს კარგი და მჭიდრო ურთიერთობები. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენი ინტერესები გვაქვს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განვითარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კავშირები გაძლიერდეს აღმოსავლეთით, მათ შორის, გაძლიერდეს ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ჩინეთთან კავშირების მნიშვნელობაზე.
„ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადავიდა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას ჩინეთთან. მნიშვნელოვანი მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენს ინეტერესში უნდა იყოს, რომ გვქონდეს კარგი ურთიერთობა და განვითარებული კავშირები ჩინეთთან“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1783263515
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს უახლოვდება
ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 2 954-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად 16 500-ზე მეტი ადამიანი...
1783259522
ახალი ამბებივაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია
ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. დაშავებულე...
1783258833
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს ასამბლეაზე ოკუპაციის პრობლემატიკასა და „მოსკოვის მექანიზმის“ უზუსტობებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება, სადაც თითოეულ წევრს ჰქონდა...
1783254632
ახალი ამბებიდღეს, 5 ივლისს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ
დღეს 2026 წლის საგამოცდო პროცესს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები შეუერთდნენ. უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 88%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცე...
1783251596
ახალი ამბებილევან მახაშვილი: კონკრეტული კანონი თუ არ მოსწონს ვინმეს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა, ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება
57 ქვეყნიდან 34-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც, – ამის შესახებ პარლ...































