მაკა ბოჭორიშვილი: ბრალდებები ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
რაც შეეხება ბრალდებებს ე.წ. ანტიდასავლურ, თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების, მათ შორის მიზანმიმართული უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების და ჩარევის გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებისკენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში.
„ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტი თუ განცხადება, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების (ევროპელი) პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, ხანდახან ელჩებიც და აღნიშნული რეზოლუციები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში მიმართულია ქვეყნის მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ და წარმოადგენენ თავდასხმას ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, რომელიც ლეგიტიმურად იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
ამ ვითარებაში საპასუხო განცხადებები ანტიევროპულ ან ანტიდასავლურ რიტორიკად არ უნდა მოინათლოს. ვერ ნახავთ ვერცერთ ოფიციალურ განცხადებას, რომელსაც შეიძლება მიეცეს ამგვარი კვალიფიკაცია“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
1776247834
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე მაკა ბოჭორიშვილს: რამდენად აქტიურად ახერხებენ ჩვენი დიპლომატები ადგილობრივი დიასპორის ბიზნეს რესურსის მობილიზებასა და ქართული ექსპორტის მხარდაჭერას?
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ დასვა შეკითხვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით გამ...
1776246761
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად, დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის
9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისთვი...
1776243513
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია ეხებოდა პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობასაც, როცა ეძებთ პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას
ცხრა ნაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას, მასში საუბარი იყო არჩევნებზე, შესაბამისად, როდესაც ეძებთ ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე...
1776242106
ახალი ამბებიპაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური...
1776241335
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: სტამბოლში ნაყოფიერი ვიზიტი იქნება, შევხვდებით, მათ შორის, ევროპული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს, ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე
დღეს სტამბოლში ჩვენი დელეგაციის ვიზიტი იწყება, სადაც მსოფლიო საპარლამენტთაშორისო კავშირის სესია იმართება. ამ პლატფორმას სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრებისთვის ვიყენებ, – ამის შესახე...































