მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ყველას აქვს მსჯელობის უფლება, თუმცა, ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება უკვე განსაზღვრულია და კონსტიტუციით არის გამყარებული.
"საქართველოს კურსი არის განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ამ მოცემულობაში, უბრალოდ გამორიცხულია ამ თემაზე სერიოზული საუბარი და განხილვა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საზოგადოების განწყობებსა და ქვეყნის განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
"საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს ევროპულ, განვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას. ეს არის მთელი ჩვენი მუშაობისა და შრომის მიზანი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეფორმები გრძელვადიან პროცესს წარმოადგენს და საბოლოოდ აისახება ქვეყნის განვითარებაზე ყველა მიმართულებით.
"ამას ჭირდება ძალიან სტაბილური განვითარება და სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი - ეს არ არის მხოლოდ ციფრები. ეს ყველაფერი შემდგომ უკვე აისახება ქვეყნის განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის ისეთი ტიპის სახელმწიფოს, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით თანაარსებობას ევროკავშირში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას უნდა და ასე არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციითაც. ეს, რა თქმა უნდა, არის პროცესი და ამ პროცესში ძალიან ბევრია სამუშაო." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა
1776314982
ახალი ამბებიდღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებ...
1776286402
საზოგადოებამაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“
უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყე...
1776285759
საზოგადოებამაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში, 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნე...
1776285185
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა
ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო და...
1776285154
საზოგადოებამაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია
არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ად...



























