მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები და ვიზიტები იგეგმება.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მთელი რიგი მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილია. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან. ვაშინგტონიდან საქართველოში ვიზიტით არაერთი დელეგაცია იმყოფებოდა, რომელთანაც ჩვენ გვქონდა გარკვეული მოსაზრებების გაცლა. შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პრეზიდენტის და ჩემი მცირეხნიანი კომუნიკაციაც.

მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, იმისთვის, რომ ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა, ახალი ძალით, ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით გავაჯეროთ. მოველით, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გარკვეული კომუნიკაცია, გვექნება შესაძლებლობა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მომავალი. იგეგმება გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები, ვიზიტები და მოველით, რომ ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება, რათა უფრო დეტალურად გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776283928

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283619

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები

„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776283337

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776282886

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე

„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...

მაკა ბოჭორიშვილი

1776280917

საზოგადოება

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...

პაატა სალია