საგარეო საქმეთა მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა

„დღეს ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, გამოწვევებზე, მაშინ როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი. უკვე წელიწადზე მეტია საქართველოს ამ რეჟიმში უწევს ურთიერთობების წარმართვა. ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, სულ უფრო მკაფიო ხდება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოსა და რეგიონის შესაძლებლობები.

„დღეს, გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე, ხშირად იკვეთება როგორც ევროპის საჭიროებები, ისე საქართველოს შესაძლებლობები და ჩვენი რეგიონის ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების დინამიკა. ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ არასწორად ჩანს ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გარდა იმისა, რომ უსამართლოა, არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტისა, სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა კვლავ გრძელდება.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობები, რომლის ფარგლებშიც, ვხვდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს და ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე. მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო ნაკლები მომხრე ჰყავს იმ იდეას, რომელიც გულისხმობს საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, კიდევ უფრო იკვეთება საქართველოს საჭიროება და იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის მიდგომები დროთა განმავლობაში შეიცვლება.

„ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას და ვერ შევაცვლევინებთ ამ გადაწყვეტილებას, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, რადგან ის არაფრის მომტანია არც ევროპისთვის და არც ევროპული ინტერესებისთვის. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება.

იყვნენ ჩვენთანაც პოლიტიკოსები, რომლებსაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, თუ რაში უნდა სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო და დღეს ნამდვილად ჩანს, თუ რაში და რატომ არის საქართველო საჭირო, ჩვენი რეგიონისთვის, ფართო რეგიონისთვის, ევროპის რეგიონისთვის და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაკავშირებადობა და მხოლოდ და მხოლოდ გზა, ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გზა და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა და დიალოგის არსებობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა 9 ნაბიჯის შესრულებასა და ქვეყნის განვითარების პროცესზე.

„9 ნაბიჯიდან ბევრი რამ შესრულებულია, ნაწილი კი დროის გათვალისწინებით უკვე ნაკლებად რელევანტურია. ამასთანავე, დღეს იმაზე საუბარი რომ 9 ნაბიჯი არის ის წინაპირობა, რამაც შეიძლება განმსაზღვრელი როლი ითამაშოს ამ ურთიერთობებში, ალბათ, არასწორი იქნებოდა. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საჭიროა, რაც ერთგვარად არის ასოცირების შეთანხმების ნაწილიც და მეორეს მხრივ სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უკავშირდება ევროპული სტანდარტების დანერგვას. ვიცით, რომ ეს სტანდარტები მაღალია და სწორედ ეს არის ჩვენი განვითარების საგზაო რუკა. ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი ნათლად აისახება სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებსა და რეიტინგებში, ასევე, მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ის ძალისხმევა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს არსად დაკარგულა, ვერ დაიკარგება, რაც არ უნდა გვაკრიტიკონ, რაც არ უნდა ორმაგი სტანდარტებით მიუდგნენ საქართველოს, ფაქტი დარჩება ფაქტად, ეს არის ის რაც აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, ეს პროგრესი შეუძლებელია რომ ვერ დაინახონ.“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776314982

ახალი ამბები

დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებ...

შალვა პაპუაშვილი

1776286402

საზოგადოება

მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“

უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყე...

ლევან მაჭავარიანი

1776285759

საზოგადოება

მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში, 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნე...

ლევან მაჭავარიანი

1776285185

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო და...

ლევან მაჭავარიანი

1776285154

საზოგადოება

მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია

არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ად...

ლევან მაჭავარიანი