საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა

ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013/ 2031 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.

სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2026 წლებში ჯამში 25,7%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.

2024 / 2031 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 8 წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 61%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ბუტანი გადის, რომლის ეკონომიკა 2024 / 2031 წლების პერიოდში ერთ სულზე 58%-ით იმატებს, მესამეზე კი ინდოეთია 57%-იანი ზრდით.

რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით 2013 / 2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013 / 2031 წლების ხანგრძლივი 19 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის. სავალუტო ფონდის შეფასებით 2013 / 2031 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 175%-ით იმატებს, მას მოსდევს ინდოეთი, რომლის მაჩვენებელი 163%-ით იზრდება.

2024 / 2031 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 8 წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 91%-ით იზრდება და 2031 წლისთვის 47 750 დოლარს გადააჭარბებს.

რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით როგორც 2013 / 2025, ისე 2013 / 2031 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, და ამ ხანგრძლივი ისტორიული და საპროგნოზო პროგრესით ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ფონდის შეფასებით 2013 / 2025 წლებში საქართველოს მსყიდველუნარიანმა ეკონომიკამ ერთ სულზე გასამმაგება განიცადა და 2025 წლისთვის 31 352 დოლარს გადააჭარბა. 2026 წლისთვის საქართველოს ნომინალური მყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 33 990 დოლარს მიაღწევს, რითაც ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან ჩამორჩენას 5 წლით შეამცირებს.

საბერძნეთის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 33 000 დოლარი, ბოლოს, 2021 წელს იყო (იმ პერიოდში მის ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე). შედარებისთვის 2012 წელს ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ნომინალური ეკონომიკა საქართველოში 10 358 დოლარი იყო და მაშინ საქართველო საბერძნეთს ზუსტად 30 წლით ჩამორჩებოდა, შეესაბამებოდა რა საბერძნეთის 1982 წლის დონეს_10 488 დოლარს.

სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ნომინალური მსყიდვეულუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2026 წლებში 36%-ით იზრდება. რითაც მსოფლიოში სამწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ.

ფონდის შეფასებით, ამერიკულ დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს კვლავინდებურად ორნიშნა იქნება, 11,9%-ს გაუტოლდება და ერთ სულ მოსახლეზე 11 574 დოლარს მიაღწევს. ფონდის პროგნოზით 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 12 664 დოლარს მიაღწევს, 2028 წლისთვის კი - 13 879 დოლარს, 2029 წელს 15 229 დოლარი გახდება, 2030 წელს - 16 720-ზე მეტი, ხოლო 2013 წელს - 18 353 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ დოლარში  საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 2026-2031 წლებში სავალუტო ფონდის პროგნოზით 10% იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776316791

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი სანქციებზე: ღიად ხდებოდა საქართველოზე ნებისმიერი მეთოდით ზეწოლის განხორციელება

გადაცემა „ღამის კურიერში" სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა სანქციების, კონკრეტულად კი საქართველოს მოქალაქეების მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776314982

ახალი ამბები

დღეს შალვა პაპუაშვილი სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებ...

შალვა პაპუაშვილი

1776286402

საზოგადოება

მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“

უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყე...

ლევან მაჭავარიანი

1776285759

საზოგადოება

მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში, 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნე...

ლევან მაჭავარიანი

1776285185

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო და...

ლევან მაჭავარიანი