მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“
უსამშობლო, უღმერთო ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ვის აგიჟებენ ამ თვალთმაქცობით, ამ ფარისევლობით, რომ ესენი გახდნენ დღეს ჩვენი სარწმუნოების მიმდევრები.
„ტრაგიკულია, თან ბოდიშს ვიხდი, ისეთი სიტყვებია უსამშობლო, უღმერთო, რომელიც ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ თინა ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“.
ვის ატყუებენ, რაღაც ერთობა შედგა, აქეთ თინა ბოკუჩავა, ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია, იქით გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ანუ, ვის აგიჟებენ ამ თვალთმაქცობით, ამ ფარისევლობით, რომ ესენი გახდნენ დღეს ჩვენი სარწმუნოების მიმდევრები. ამათთან ერთად გავიხსენოთ მათი თანამოაზრეები, მათი თანამებრძოლები - ბაბუცა პატარაია, ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური.
ეს ის აქტორები არ არიან, ვინც წლების განმავლობაში ეკლესიას ლანძღავდნენ საქართველოში? პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას ვინც ეწეოდა? ვინც ეთერებში ისხდნენ და რაებს საუბრობდნენ, რა კამპანიებს ატარებდნენ ეს მდიდარი „ენჯეოები“, - აღნიშნა მან.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.
1776283928
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...
1776283619
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...
1776283337
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...
1776282886
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე
„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...
1776280917
საზოგადოებასალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...



























