მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია
არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მათ საქართველოს ხელისუფლებას დააბრალეს პროცესის შეჩერება.
„შემდეგ დაგვაბრალეს, რომ ჩვენ შევაჩერეთ მათი მხრიდან შეჩერებული პროცესი. მათ საბაბად გამოიყენეს ორი კანონი და მოგვთხოვეს ამ კანონების გაწვევა. გამჭვირვალობის კანონზე რუსული აძახებინეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და, სავარაუდოდ, ყველა ხვდება, რომ ამაში რუსული არაფერი ყოფილა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს არ გავიწვევდით, რადგან ეს კანონი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც დრო გავიდა, ამაში საზოგადოება მეტად დარწმუნდა. ყველა აღნიშნავს ერთხმად, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიოში არის გარე ჩარევები, რომელიც ხორციელდება ამ „ენჯეო“ ორგანიზაციების მეშვეობით. ბატონი ტრამპი რომ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, გახსოვთ, რომ USAID-ი და NED-ი (ვისთანაც ჩვენ პრეტენზიები გვქონდა) აკრძალეს და გამოაცხადეს კრიმინალ ორგანიზაციებად. აქაც დადასტურდა, რომ ის საფრთხეები, რასაც ვხედავდით, რეალური იყო. მეორე კანონი არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, რომელიც არის წითელი ხაზი. პირდაპირ ვაცხადებ, დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია. საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია. როდესაც ევრობიუროკრატები გვესაუბრებიან, რომ ეს „ქართული ოცნების“ გამოგონილი საფრთხეებია, თუ ჩვენი გამოგონილია, თავი დაგვანებონ და „გამოგონილ“ საფრთხეებს დავუპირისპირებთ კანონს. არცერთი მუხლი და პუნქტი არანაირ უფლებას არ ლახავს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
1776283928
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...
1776283619
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...
1776283337
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...
1776282886
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე
„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...
1776280917
საზოგადოებასალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...



























