ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ბრიუსელში უნდა გაიგონ, რომ საქართველო არ არის ვასალი ქვეყანა.

„პარალელს გავავლებ - როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია შეიცვალა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ურთიერთობის აღდგენით დაკავებულები ვართ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებია, თუ ბატონი რუბიოსი - ისეთი მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, რომ სერიოზული დრო გვჭირდება, რომ რაღაცებში გავერკვეთო. მადლობა ღმერთს, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს ეს ყველაფერი და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. შესაბამისად, თუ ანალოგიური გადახედვა არ მოხდა ევროკავშირისგან, არაფერი გამოვა. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, რომ საქართველო არ არის ვასალი, არ არის პროქსი ქვეყანა, უნდა დასხდნენ და ჩვენთან ისაუბრონ. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის განმავლობაში ხუთჯერ დაგვიგეგმეს რევოლუციური სცენარები, ვერ ანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“ ვერც არჩევნების გზით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის არჩევნები ბრიუსელმა ჩაატარა და უნდა შეეგუონ, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ესაუბრონ, ან უნდა დაველოდოთ ისეთ ცვლილებებს, როგორიც აშშ-ში მოხდა. ამასთან, შეგახსენებთ, შუა დერეფნის მნიშვნელობა არის გაასმაგებული, უალტერნატივო მარშრუტია და მინიმუმ რუკაზე მაინც უნდა შეგვიმჩნიონ. შესაბამისად, ამ უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ევროკავშირს ძალიან ვჭირდებით და ვიმედოვნოთ, რომ საღი აზრი ამ მმართველ კლასში ადრე თუ გვიან გაიღვიძებს. ჩვენ არც თავმოყვარეობაზე, არც ღირსებაზე ვიტყვით უარს და ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776283928

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283619

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები

„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776283337

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776282886

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე

„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...

მაკა ბოჭორიშვილი

1776280917

საზოგადოება

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...

პაატა სალია