მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში, 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, ამაზე პასუხი არ არსებობს.

„14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა. ამაზე პასუხი არ არსებობს. ვერც ევრობიუროკრატები გვპასუხობენ. სხვათა შორის, მათ [ევრობიუროკრატებმა] ეს ნარატივი გამოუშვეს მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და თითქოს ჩვენ რაღაც რუსეთის მხარეს ვიჭერდით. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ხმამაღლა, უკაცრავად ჟარგონისთვის, უტრირებულად ვამბობ, არ ვაგინებდით რუსეთს? ვინაიდან ჩვენ არც ნატოს ქოლგა გვიცავს, არაფერი გვიცავს, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც გაზრდის უსაფრთხოების რისკებს საქართველოში. მეორე, რუსეთი არის ჩვენი ოკუპანტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა რომ ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ და შესაბამისად, თუ შენ დაუწყებ გინებას შენს ოკუპანტს, ტერიტორიების დაბრუნების ალბათობა ამით შემცირდება. შესაბამისად, ეს არის ყოვლად ალოგიკური, დაუშვებელი და უპასუხისმგებლო საქციელი“, - აღნიშნა მან.

მაჭავარიანის თქმითვე, საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად ათასამდე რეზოლუციას და საერთაშორისო დოკუმენტს მიუერთდა.

„რა გავაკეთეთ რუსული საქმე უკრაინასთან მიმართებით? აბსოლუტურად ყველა რეზოლუციას მივუერთდით. ათასამდე რეზოლუციას და საერთაშორისო დოკუმენტს, ან თანასპონსორები ვართ, ან მიერთებული მხარე. შევიფარეთ 30 ათასამდე უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარებები, ბავშვებს სასწავლებლები გავუხსენით. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვიკავია მსოფლიოში. ერთადერთი არ გავაკეთეთ, არ შევეხიდეთ ჩვენი ხალხით, როგორც ამას გვთხოვდა უკრაინის ხელისუფლება“, - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776283928

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283619

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები

„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776283337

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776282886

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე

„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...

მაკა ბოჭორიშვილი

1776280917

საზოგადოება

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...

პაატა სალია