მაკა ბოჭორიშვილი: უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს მინდა ვუსურვო მალე გამოჯანმრთელება.

აღსანიშნავია ის ძალისხმევა, რასაც მაშველები სწევენ იმისათვის, რომ დაეხმარონ ტრაგედიის მსხვერპლებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795109512

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიე...

თენგიზ შარმანაშვილი

1795109029

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გად...

საახალწლო ილუმინატები

1795108263

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ

„საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას, ოპოზიციის წევრები უსაგნო და უშინაარსო კითხვებს სვამენ“, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხა...

გიორგი კახიანი

1795106813

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უმდაბლეს დონეზე ჩამოტანა

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის უზრუნველყოფილი, რაც გარანტირებულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იქნება ეს საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა,...

არჩილ გორდულაძე

1795106699

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია

გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა - წერს ან...

ნიკოლოზ მეტრეველი