ირაკლი ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ერთ სტრატეგიულ ამოცანას, მიზანს და გზას მიუყვებიან
მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ისინი სხვადასხვა ტაქტიკით, მაგრამ ერთ სტრატეგიულ ამოცანას, მიზანს და გზას მიუყვებიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ისინი რომ ერთნი არიან იმ ბრალდებებში, რომელიც სარჩელშია ასახული, ეს ამ პროცესმა ყველაზე კარგად დაადასტურა და ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმაც თავისი ვერდიქტი გამოიტანა.
„მოპასუხე მხარეს ქართული და სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებული დანაშაულები არ მიაჩნიათ დანაშაულად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არცერთი ინსტიტუციის მიერ დადგენილი დანაშაული მათთვის არ აღიქმება დანაშაულად.
ფაქტია, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და სასამართლოს რაღაც ვერდიქტი ექნება გამოსატანი, ამიტომ როდესაც ისინი თავის ნათქვამსა და ნამოქმედარზე დღეს უარს აცხადებენ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ისინი ამით ცდილობენ, რომ არამხოლოდ ისტორია გადაწერონ, არამედ სასამართლო შეიყვანონ ერთგვარ შეცდომაში და მოაჩვენონ, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა.
მათ იციან, რომ შესაძლო ვერდიქტის სტრასბურგში წაღების შემთხვევაში იმედი არ აქვთ, რომ სტრასბურგი მათ გაამართლებს. ამიტომ ცდილობენ, რომ სასამართლოში თავიანთი ნამოქმედარი და ნათქვამი უარყონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1795106699
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით გამოვთქვი იმედი, რომ გამოცდილ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები საქმიან და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართებოდა - წერს ან...
1795103911
ახალი ამბებიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. მანამდე ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარი ამო...
1795102139
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ოპონენტების მთავარი ამოცანაა, თავი აარიდონ იმ საკითხებს, რომელიც არის უმძიმესი და მთავარი მტკიცებულება საქმეში, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპონენტების მთავარი ამოცანა იმ საკითხებისთვის თავის არიდებაა, რომლებიც, მისი თქმით, მათი არაკონსტიტუციურო...
1795101885
ახალი ამბებიფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინგოროყვას კლინიკის ექიმის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა...
1795100119
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაძაბული ვითარების კონტროლი არსებობდეს
ვხედავთ, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები უარყოფითი მიმართულებებით იცვლება და არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, ეს ევროპაში პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებ...































