არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უმდაბლეს დონეზე ჩამოტანა

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის უზრუნველყოფილი, რაც გარანტირებულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, იქნება ეს საქართველოს კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა თუ არაერთი კანონმდებლობით გათვალისწინებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „ნულოვანი ტოლერანტობა“ და დანაშაულის შეკრებითობა იყო ადამიანის უფლებების დონის დაბალ ნიშნულზე ჩამოტანა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, სასამართლო სისტემა თვისებრივად გაჯანსაღდა, დამოუკიდებელია და მისი ხელშეუხებლობა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გარანტირებულია.

ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ და ის, მაგალითად, რაც იყო შეკრებითობა, აპრიორი შეკრებითობა, ყველაფერზე რომ ითხოვდა, რასაც ბატონი ლევან ბეჟაშვილი ცდილობდა როგორმე პასუხი გაეცა - ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უმდაბლეს დონეზე ჩამოტანა. რა სტანდარტებიც არსებობდა, მაგალითად, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, ეს იყო დაბალი სტანდარტი ძალიან.

ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში იყო, მიიღებოდა ისეთი გადაწყვეტილებები საგამოძიებო ორგანოების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან წარმოებული არასწორი გამოძიების გამო, რასთან დაკავშირებითაც, სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს. ამავდროულად, ზუსტად ამიტომ არის ის, რომ გარკვეულ შემთხვევებში არ არიან სამწუხაროდ კონკრეტული პირები იდენტიფიცირებული და მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულში და ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული.

სასამართლო სისტემა თვისებრივად გაჯანსაღდა, არის დამოუკიდებელი, მისი ხელშეუხებლობა, საკუთარი თავის ფორმირება დამოუკიდებელი შტოს მხრიდან - ეს არის გარანტირებული „ქართული ოცნების“, ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების და მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების მეშვეობით“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795098594

ახალი ამბები

ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს

ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, ქალი და მცირეწლოვანი მაშველებმა დაღუპული ნანგრევებში იპოვეს. შე...

ორი ადამიანის ცხედარი

1795098379

ახალი ამბები

„მოსალოდნელია ნალექი, 3-4 ბალიანი შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:  „19 ნოემბრის შუადღიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მ...

ამინდი - ამინდი

1795097566

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის აქტივისტ ნენსი ვოლანდის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე, რის შესახებაც ვოლანდმა დაწერა: „ფონიჭალ...

დავით ქართველიშვილი

1795096101

ახალი ამბები

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. „დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე...

 ლევან ვეფხვაძე

1795095066

ახალი ამბები

ზურაბ რურუა მიხეილ სააკაშვილზე: მისი მხრიდან ჩვენი საამაყო ფეხბურთელების შეურაცხყოფა ამორალური საქციელია

მიხეილ სააკაშვილი კვლავ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ ნაკრების გულშემატკივრობას წყვეტს, ის კიდევ ერთ სტატუსს აქვეყნებს და ამჯერად გიორგი მამარდა...

ზურაბ რურუა