თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიცია, როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდა, „იმედში“ შეიჭრა და „რუსთავი 2“ კანონიერ მფლობელს წაართვა, ახლა კი ბედნიერები არიან, როცა ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან, ეს ხალხი ისევ საშიშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლებაში ყოფნის დროს „იმედში“ შეჭრისა და „რუსთავი 2“-ის წართმევის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახლაც ბედნიერები არიან, როდესაც ამავე ტელევიზიებს ფუნქციის განხორციელებაში ხელი ეშლებათ.
მისი თქმით, ისინი კვლავ საშიშები არიან და შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში ყველაფერს ათმაგად გაიმეორებენ.
შარმანაშვილმა მოპასუხე მხარეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხალხი ისევ საშიშია და ამიტომ უნდა გააუქმონ.
„როდესაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქონდათ, „იმედში“ შეიჭრნენ, „რუსთავი2“ კანონიერ მფლობელს წაართვეს. ახლა, როცა ძალა არ აქვთ, საერთაშორისო და თუნდაც რომელიმე ქვეყნის დონეზე, ხელს უშლიან ამავე ტელევიზიებს, განახორციელონ თავიანთი ფუნქცია, მიაწოდონ ინფორმაცია, გააშუქონ ის, რაც ქვეყანაში ხდება და პოლიტიკოსების მიერ მოსახლეობის ერთი ნაწილის მოსაზრება მიაწოდონ მეორე ნაწილს.
თქვეს, რომ ბედნიერები ვართო, ეს მტკიცებულებაა ჩვენთვის. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი ისევ საშიშია, ამიტომ უნდა გააუქმონ. არათუ წარსულში იყვნენ საშიში ადამიანები, ახლაც საშიშები არიან. ამას ათმაგად გაიმეორებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. ეს ჩემი მოსაზრება არ არის, თვითონ ამბობენ, საშიში ვართო“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1795101885
ახალი ამბებიფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინგოროყვას კლინიკის ექიმის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, სამი წლის გოგონას, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, ჯანმრთელობის მდგომარეობა...
1795100119
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, სახელმწიფოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაძაბული ვითარების კონტროლი არსებობდეს
ვხედავთ, რომ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში მოვლენები უარყოფითი მიმართულებებით იცვლება და არასახარბიელო მიმართულებით ვითარდება, ეს ევროპაში პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს, აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებ...
1795099795
ახალი ამბებიფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს
ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს, მათ შორის ე...
1795098594
ახალი ამბებიფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, ქალი და მცირეწლოვანი მაშველებმა დაღუპული ნანგრევებში იპოვეს. შე...
1795098379
ახალი ამბები„მოსალოდნელია ნალექი, 3-4 ბალიანი შტორმი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს: „19 ნოემბრის შუადღიდან 20 ნოემბრის შუაღამემდე დასავლეთ საქართველოში მ...































