პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალდება წარუდგინა
„საქართველოს პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, დაკავებულ ხუთივე პირს გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით 06.30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა ტ.ბ.-მ და გ.ბ.-მ რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია ზ.ჩ-მ და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა ა.ბ.-მ, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.
ასევე, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გ.კ.-მ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, გრძელდება გამოძიება როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
1778240154
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში
დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა...
1778239730
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა
„როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“, - ამის შ...
1778239659
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ
არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, -...
1778239587
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...
1778239446
ახალი ამბებითბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა
თბილისის მერი კახა კალაძე „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა. ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესია...































