მანილაში საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო დიალოგი გაიმართა
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის 47-ე ყოველწლიური სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.
ნიკოლოზ სამხარაძემ მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. ისაუბრა სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ASEAN) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც შესაძლებლობა მქონდა, მესაუბრა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ როლზე ენერგეტიკული უსაფრთხოების, „შუა დერეფნის“, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით. ასევე ხაზი გავუსვი, საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკური თავისუფლების, გამჭვირვალობისა და მმართველობის სფეროში მიღწეულ შედეგებს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. აღნიშნეს, რომ საქართველოსთან აკავშირებთ კარგი პოლიტიკური ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით - სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, მათი სურვილია, საქართველოს მხრიდან ორმხრივი ვიზიტები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი სიხშირით განხორციელდეს.
„ყველა ქვეყნის დელეგაციამ აღნიშნა, რომ მათი სურვილია, საქართველოსთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავება. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მოხდეს თანამშრომლობის გაძლიერება სხვადასხვა სფეროში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კონტაქტების გაღრმავებასაც. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რომ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ურყევი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს შესახებ მოსმენაში მონაწილეობდნენ ფილიპინების, სინგაპურის, ტაილანდის, მალაიზიის, ვიეტნამის, კამბოჯის, ლაოსის და ბრუნეის საპარლამენტო დელეგაციები და ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციაში (ASEAN) საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თორნიკე ნოზაძე.
1795183371
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა?
„თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგგიზ შარმანაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგ...
1795182694
მსოფლიოCBS News: ისრაელი და აშშ უახლოეს მომავალში ირანზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი უახლოეს მომავალში ირანზე ახალი მასშტაბური სამხედრო იერიშის მიტანის შესაძლებლობას განიხილავენ, - იუწყება CBS News ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერ-მინის...
1795180429
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გაუპატიურების, მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქ...
1795179972
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5926 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5933 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1795179641
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ მძევლად ხელში ჩაგდების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და გამოძალვის ფაქტებზე ორი პი...






























