პრემიერი - საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა

„საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიცაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველო აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას - მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელის განახლებას. ეტაპობრივად იზრდება შესაბამისი სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის საიმედო და ეფექტიანი დამაკავშირებლის როლს.

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით საქართველოს მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან. სწორედ, ამ სამაგალითო თანამშრომლობის შედეგია დღევანდელი წარმატებაც.

მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში.

გილოცავთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებას და ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებას ვუსურვებ!,“ - განაცხადა პრემიერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780395597

ახალი ამბები

„ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნაცნობ ქალს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა“ - სამეგრელოს პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებუ...

ყვითელი ლენტი

1780395432

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, პეტერ ფიშერის განცხადება არის გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, „ბატონ ფეშერის ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არ...

შალვა პაპუაშვილი

1780393786

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალაუფლებას ვერ იყოფს, მზად არიან, ერთმანეთი ლანძღონ, თათხონ და ერთმანეთს ხელითაც კი შეეხონ

„საზოგადოება ხედავს, რა დღეში ჩაიგდო თავი ყველაფერზე ხელმომწერმა აგენტურამ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ს...

არჩილ გორდულაძე

1780392520

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ....

ში გოჭების არალეგალური სასაკლაოები

1780392043

ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს პატიმრობის ვადად 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს კი 5 წელი და 3 თვე განესაზღვრათ

გიგა ავალიანის საქმეზე მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა. ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ანა ნასყიდაშვილს 5 წლით და 3 თვით თავისუფლე...

პროკურატურა