მარიამ ქვრივიშვილი: კომპანია Eagle Hills-ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე
                კომპანია „Eagle Hills” - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტით ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აუცილებლად იამაყებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Eagle Hills-ის მასშტაბური პროექტის შეფასებისას. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის მიმართ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი.
„თავდაპირველად მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და საქართველოს ბაზარზე ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიც კომპანია Eagle Hills-ია, ილუზიად მიაჩნდათ. ახლა კი, როდესაც ინვესტორთან ერთობლივი საწარმო დაფუძნდა, საერთოდ პროექტი აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი. რეალურად კი თითოეული ქართველი უნდა იყოს ამაყი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და დედაქალაქში, ასევე ეს იქნება განახლებული ბიძგი დეველოპერული და ტურიზმის სექტორისთვის. თავად ბიზნეს სექტორი ძალიან დადებითად აფასებს აღნიშნულ ინვესტიციას”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და Eagle Hills-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 33%-იანი წილის საკითხზე.
„ეს არის რეალურად ქართული პროექტი, რადგან ჩვენ გავხდით პროექტის თანამესაკუთრეები და თანადამფუძნებლები. პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან და პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, გათვალისწინებული იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, სახელმწიფო ფლობს 33%-ს ამ საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მფლობელია როგორც ქართული მიწების, ასევე იქნება თანამესაკუთრე იმ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტისა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით მილიონ დოლარს მოგების სახით დააგენერირებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში”, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობას და განმარტა, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოები ცდილობდნენ და ახლაც აქტიურად მუშაობენ, რათა Eagle Hills-ი დააინტერესონ და მათ ბაზრებზეც შევიდეს.
„ასეთი მსხვილი კორპორაციები და ინვესტორები თითოეული ქვეყნისთვის უდიდესი ღირებულების მომტანია. აღნიშნულმა ინვესტიციამ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი ძალიან გაზარდა, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ეს არის ერთგვარი მესიჯი საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, რადგან, როდესაც ასეთი მსხვილი და რეპუტაბელური ინვესტორი გამოარჩევს საქართველოს ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მათ შორის იმასაც, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ვითარდება, ქვეყანაში არის პროგნოზირებადი გარემო, საქართველოში კვლავ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1762246192
საზოგადოებაქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქართული ღვინის საექსპორტო პო...
1762245769
საზოგადოებაპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმ...
1762244734
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია შემოდის, ოპოზიციას ასეთი ინვესტიციები არ აწყობს და ხელის შეშლას ცდილობს
საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია შემოდის. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ქვეყნისთვის ასეთი ინვესტიციები არ აწყობს და ხელის შეშლას ცდილობს, რადგან კარგად იციან, რომ ამ ინვესტიციების შედეგად უამრავ...
1762243712
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სააკაშვილი აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არ არის, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
რთულია იმის თქმა, რა სტრატეგია აქვს არჩეული სააკაშვილს, აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართულ...
1762242904
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს ბიუროკრატიის შემცირებას, მენეჯმენტის გამოსწორებას, ახალგაზრდებისთვის საჯარო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას და მათ დაინტერესებას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე ისაუბრა. არჩილ გორდულაძემ დ...
















                                    
                                    
                                    
                                        
                                        
                                        
                                        
                                        









