GCCA, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკას აქვეყნებს - განცხადებების რაოდენობა 57%-ით არის გაზრდილი

GCCA, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვის სტატისტიკას აქვეყნებს.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 10 თვეში, GCCA-ში - 1123 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 3560 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 57% ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 145 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 222 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 68 მოვაჭრეს - 111 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 117283 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 147 საქმეზე - 132 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 5 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 % და სხვ.

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 370 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 364, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 198, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 74, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 36, ხოლო სხვა დანარჩენზე - 81. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 73 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 12 %.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762250993

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა გაფართოებული ფორმატით იმართება. საქართველო წელს ასევე, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ

1762250229

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფისა" და სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძ...

სასაზღვრო პოლიცია

1762248817

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გოგიტა თოდრაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2024 წლის საქ...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

1762248307

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ადამიანმა სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასი

„ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და ხელმომჭირნეთაც უნდა ვიყოთ და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...

არჩილ გორდულაძე

1762246192

საზოგადოება

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გრძელდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქართული ღვინის საექსპორტო პო...

ქართული ღვინი