მარიამ ქვრივიშვილი: მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება
„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს.
„სწორედ ამიტომ ჩვენთვის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომია, ის, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს ვქმნით ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა უკვე საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს. განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა. ეს დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც, ეკონომიკური ზრდა 7,4% შეადგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან საფუძვლიანი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა შექმნილი, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და კერძო სექტორის ზრდი აქტივობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ბიზნესთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად საქართველომ მდგრადი და სტაბილური განვითარება შეძლო.
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გვაქვს. მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება და მათ შორის რეკორდული მაჩვენებლების მიღწევა მიმდინარე წელს. განსაკუთრებით საამაყოა რეკორდული მაჩვენებლები ექსპორტის სექტორში - საქონლის ექსპორტი მიმდინარე წელს უკვე 18%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 60%-ს გადააჭარბა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
1794809814
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს
16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში საქართვ...
1794807152
ახალი ამბებიგია ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ
„ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულებ...
1794805260
ახალი ამბებიზურაბ რურუა: ვფიქრობ, სარჩელი დახუნძლულია ფაქტებით, არგუმენტებით და იმედი მაქვს, გადაწყვეტილება იქნება ჩვენ სასარგებლოდ
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს 5 პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვა გრძელდება. პროცესი ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, მ...
1794804331
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
16 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1794775278
მსოფლიოპრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ლეტნას პარკში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებ...































