მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ეპარქიაში განმარტავენ, ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მხრიდან თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით შემოსილი, ასევე, წინა მხარეც ადგილმდებარეობისათვის შეუფერებელი იყო.
მათივე თქმით, მიუხედავად შენობის ამ მიუღებელი მდგომარეობისა, ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ არ მომხდარიყო ძეგლზე ახალი ჩარევა გადაწყვიტა, რომ ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაამკვიდრა საცხოვრებლად.
„როგორც მოგეხსენებათ, „ლამარიას“ მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ეს კარგად გაცნობიერებული გვაქვს ადგილობრივ ეპარქიასაც. ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მხრიდან თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით შემოსილი, ასევე, წინა მხარეც ადგილმდებარეობისათვის შეუფერებელი იყო.
მიუხედავად შენობის ამ მიუღებელი მდგომარეობისა, ეპარქიის მმართველმა - მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ არ მომხდარიყო ძეგლზე ახალი ჩარევა გადაწყვიტა, რომ ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაამკვიდრა საცხოვრებლად.
რამდენიმე უმძიმესი ზამთრის გადატანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება არსებულ შენობაში შეუძლებელი იქნებოდა.
ამიტომ გადაწყდა, იმავე ფართზე აშენებულიყო ახალი შენობა, რომელიც „ლამარიაზე“ მონასტრული ცხოვრების გაგრძელებას შესაძლებელს გახდიდა და მონაზვნების ჯანმრთელობაც დაცული იქნებოდა.
ეპარქიის და მისი წინამძღოლის მთავარი ინტერესი იყო, რომ ახალ შენობაში გათვალისწინებული ყოფილიყო „ლამარიის“ მთავარი თვისება - არქიტექტურისა და ლანდშაფტის ორგანული შერწყმა და კავშირი, ამისთვის შენობის სიმაღლემ, წინა ნაგებობისგან განსხვავებით საგრძნობლად დაიწია და ალბათ, ყველა დავეთანხმებით ამ პირობას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „ლამარიაზე“ სიმაღლის ფაქტორის დაცვაა, რომ არანაირმა ნაგებობამ არ დაარღვიოს ბუნებისა და ადამიანის შექმნილი ულამაზესი პროპორციები.
პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით.
ასევე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მიერ დაჩქარებულ მოვლენებს, რადგან უშგულში ბუნება სამშენებლო პერიოდად მხოლოდ სამ თვეს თუ გაცლის.
სწორედ ამან განაპირობა ის, რომ იურიდიული მიმართულება ცოტა ჩამოგვრჩა და ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება, ასევე მას განიხილავს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...































