საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოჭიდავეები და საბრძოლო სპორტის ვარსკვლავები უკვე საქართველოში იმყოფებიან და 11 ივლისს დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირისთვის - RAF Georgia-სთვის ემზადებიან.

თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს - RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.

ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.

წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.

ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.

RAF Georgia მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჭიდაობის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტრადიციული სპორტის სახეობის, საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიება მსოფლიო დონის სპორტსმენების მონაწილეობით ხელს შეუწყობს ქართველი მოჭიდავეების მიღწევების წარმოჩენას, მათი წარმატებების საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანასა და ქართული ჭიდაობის ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას.
ამასთანავე, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

RAF Georgia 11 ივლისს 20:00 საათზე ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783517492

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმედები მისი შინაარსით, ფორმით და პროცედურების გათვალისწინებით

„მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმაც საკუთარი სიტყვა თქვან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ობიექტები გაფართოების, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გაფართოების პროცესის მონაწილენი, ევროკავშირის მომავლის თანაშემოქმე...

შალვა პაპუაშვილ

1783515992

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი

1783515808

საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის“ ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი „ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის“ (London Stock Exchange Group) ევროპის განყოფილების პირველადი ბაზრების ხელმძღვანელს, აიუნა ნეჩაევას და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოშ...

ლაშა ხუციშვილი

1783514755

ახალი ამბები

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია „ლამარიას“ მონასტერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ეპარქიაში განმარტავენ, ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მ...

ლამარია

1783513020

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ჩვენი ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ქართული ინიციატივაა და მისი განვითარება ძალიან აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გა...

მარიამ ქვრივიშვილი