ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში - განვუცხადე, რომ საქართველო მზადაა, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრები ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან პეტრა ბაიერთან და ასევე მედია თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან იან ბრაატუსთან.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველომ შეაჩერა საკუთარი წევრობა ასამბლეაში. მე პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საქართველო მზად არის, დაბრუნდეს ასამბლეის სრულფასოვან წევრად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასამბლეა გაითვალისწინებს საქართველოს პირობებს. ანუ, პირობა არის ერთადერთი - საქართველოს დელეგაციის მანდატები იყოს სრულყოფილად აღიარებული, ყველანაირი წინაპირობების გარეშე.
გახსოვთ, ჩვენ შარშან დავტოვეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ მიზეზით, რომ რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს უნდა ჩაეტარებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ შევიჩერეთ წევრობა. თუმცა მე განვუცხადე პრეზიდენტს, რომ საქართველო მზად არის, დაბრუნდეს ასამბლეაში იმ შემთხვევაში, თუ არანაირი წინაპირობები აღარ იქნება საქართველოს დელეგაციის ასამბლეაში მუშაობისთვის.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არ არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ ეს მესიჯი გადავეცით და მას ექნება პოლიტიკურ ჯგუფებთან, სავარაუდოდ, ამ თემის შესახებ საუბარი და გააცნობს ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისივე თქმით, მათ ასევე საუბარი ჰქონდათ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და ბაიერს მიაწოდა ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის სასახლის შტურმს, ასევე, გამჭვირვალობის შესახებ კანონს და სხვა კანონების მიზანშეწონილობას.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საუბარი შედგა“, - აღნიშნა სამხარაძემ.
1771595242
საზოგადოებაპროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანს...
1771595149
საზოგადოებასუსის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად, 13 სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული 29 ადამიანიდან ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პა...
1771592775
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6760 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6769 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771592710
ახალი ამბები„მეღვინეობის დარგი წარმატებული სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად გახდა“ - ლევან მეხუზლა
„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვ...
1771591982
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურ...




























