სულხან თამაზაშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება
ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების დამსწრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართეს.
სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს აჭარაში სრული მზადყოფნით ხვდება.
„აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია.
მიმდინარე ტურისტულ სეზონს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვდება განახლებული ტექნიკური საშუალებებითა და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აჭარაში მილიონობით ვიზიტორი გვყავს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო რუკაზე ჩვენი ქვეყანა - საქართველო კვლავ რჩება, როგორც წამყვანი, უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების აღჭურვილობა და ტექნიკა წარმოადგინა.
1781940250
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით
„მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს გა...
1781939047
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი: არ დაგავიწყდეთ, რომ ტვ ფორმულამ 540 000 ლარი აიღო „ნაცმოძრაობისგან“ 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში
„არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ტვ ფორმულამ 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”, - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დასძენს, „ფული აიღეს აი ამ უპასუ...
1781938585
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ ტაჯიკეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ რაჰიმ საიძოდასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყან...
1781936197
ახალი ამბებისაქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე - მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში
„მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა,ყოველმხრივ გააღრმაონ თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის და აგრარულ სფეროებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
1781935166
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
20 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე ნ...































